Home » მთავარი » რვა მოსამართლე უვადოდ დაინიშნა

რვა მოსამართლე უვადოდ დაინიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რვა მოსამართლე უვადოდ განაწესა. უვადოდ განწესების მსურველ მოსამართლეებთან დაკავშირებით კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა.

კენჭი ეყარა მოსამართლეებს, რომლებსაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და თანამდებობაზე სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნული.

უვადოდ განწესდნენ მოსამართლეები:

ნატრული აკობია – ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, 12-ხმით ორის წინააღმდეგ,

ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 14 ხმით,  სრული მხარდაჭერა,

გია ბერაია  – ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,

ლერი თედორაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 13 ხმით ერთის წინააღმდეგ,

ინდირა მაშანეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,

სალიხ შაინიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,

ნატო ხუჯაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,

მერაბ ჯორბენაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 13 ხმით ერთის წინააღმდეგ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ განწესების თხოვნით, 48 მოსამართლემ მიმართა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩამოთვლილი რვა მოსამართლის გარდა, სხვებს უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ, საბჭო მათთან გასაუბრებას და შესაბამისად, კენჭისყრას მოგვიანებით ჩანიშნავს.

საქართველოში ამ ეტაპზე სულ 154 უვადოდ დანიშნული მოსამართლეა.

Facebook Comments
x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...