Home » მთავარი » ინტერვალი – საავტორო სინგლით – „მუსიკალური ზღვა“

ინტერვალი – საავტორო სინგლით – „მუსიკალური ზღვა“

დეა ცომაია

ფოტოგრაფი : თორნიკე ყეინაშვილი

ქართულმა როკ-ჯგუფმა „ინტერვალი“ უკვე მოიპოვა პოპულარობა. ყველა დამეთანხმება, რომ დღესდღეობით, საზოგადოების ინტერესისა და ნდობის მოპოვება, შემოქმედებითი თვალსაზრისით, ურთულესია. ყველას არ შესწევს „ახლის“ შექმნის ძალა. იმ სიახლის, რომელიც საზოგადოებისთვის შთამბეჭდავი იქნება.

მოგეხსენებათ, რომ ბენდი საზოგადოების წინაშე აქტიურ ასპარეზზე – 2018 წლიდან წარსდა, მათი საავტორო სინგლით – მ უ ს ი კ ა ლ უ რ ი  ზ ღ ვ ა. მიუხედავად ბევრი დავისა და სხვადასხვა აზრისა, მაინც წმინდა ფილოსოფიურ საკითხად რჩება პასუხი იმაზე, თუ რა არის ჭეშმარიტი ხელოვნების არსი?

– ალბათ ის, რომ გამოხატო ის შინაგანი ენთუზიაზმი რასაც განიცდი, საზოგადოების არსებამდე მიიტანო ემოცია და სულის ქაოტური სიუხვე, გაახელო და აღძრა ის მიძინებული გრძნობა, რასაც სახელს ვერ დაარქმევ, თუმცა სხეულს მკაფიოდ მოეფინება. დღეს თითქოს ხელოვნების, როგორც „პერსონის“, მიმართ ინტერესი მინელდა.

-ჰო, ფანჯრებს ედებათ მტვერი, თუმცა მას არავინ წმენდს…

გონება შემოსილია უკვდავი ჯანღით, რომლის ქარცეცხლიც ვიწვით და გამოსავალი ვერ გვიპოვია. და რა რჩება ხელუხლებელი?

– არსება და სული, რომელიც იღწვის იპოვოს უხილავი მატერიებიდან გამავალი ჩიხი და თვითკმაყოფილი ძალით შეაქმნევინოს შემოქმედს ის, რაც ერთეულთა ხვედრია, ანუ ხელოვნების ნიმუში. „ზომიერად და ნელა, ასეთია გზა წარმატებისკენ“, დასძენს ბომარშე.

დიახ, ნებისმიერი მუსიკალური ბენდისთვის წარმატება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, თუმცა წარმატების არსი მაინც სუბიექტური თეორიაა, რადგან სწორედ ადამიანებმა შევურჩიეთ ყველასთვის მისაღები განმარტება. ჯგუფისთვის „წარმატება“, როგორც ფრაზა ვიზუალური მეტაფორაა, სანამ მის რეალურ არსს არ ჩავწვდებით.

მათი წყარო ხომ უშრეტი ენერგია და ენთუზიაზმია, ამიტომ წარმატებად თვლიან თითოეულ გულშემატკივარს, რომლებსაც სწორედ მათი შემოქმედების მოსმენით გაუჩნდებათ პროტესტი თანამედროვეობის მორალურ-ეთიკური კრიზისების მიმართ, დაფიქრდებიან და ქვეცნობიერის მიმალული დეტალების გამოხატვასაც შეძლებენ. ”წარმატების რეალური საიდუმლო სწორედ ენთუზიაზმია“.

ბენდის რეალური ლაიტმოტივი ქართული სიმღერის შექმნასთან ერთად, მსმენლის ნამდვილი გრძნობისა და ლაღი ემოციის გამოხატვაა. თითოეული ნაწარმოები, რომელსაც ბენდი ქმნის ერთგვარი ბერკეტია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ, მუსიკისა და ტექსტის სინთეზში გაშიფრონ მუსიკალური იდეის შერწყმა – მუსიკალურ „სამოსსა“ და „ფერთა გამასთან“. სწორედ ამ თვალსაზრისით, „ინტერვალის“ თითოეული გამოსვლა ახალი სიტყვა და ერთგვარი პერფორმანსია საზოგადოებისთვის, რომელშიც მთავარი როლი მსმენელს ერგება, ხოლო ამით „ჩვენ“ – ადამიანებს გვაქვს საშუალება, დროებით მაინც შევძლოთ ირეალურ ყოფიერებაში მოგზაურობა, მუსიკალური ვნებათაღელვის აღქმა, გახელებული ემოციების მიქსში არსებობა და სიამოვნების განცდა, რაც თითოეული ნაწარმოების შესრულებისას წარმოდგენისა და ცნობიერების განუყოფელი ნაწილი ხდება.

რა არის ბენდის შემოქმედების ძირითადი ნაწილი?

– ჟღერადობა, რომლითაც ცდილობენ მსმენელამდე საკუთარი სათქმელის ინდივიდუალურად მიტანას, მათში მიმალული ემოციებისა და სულისკვეთების გაღვივებას. „ინტერვალი“ გასულ თვეებში წარსდგა „რებუსისა“ და „12 რაიდერს“ ბარის სცენაზე, სადაც მათ შეასრულეს მათი საავტორო სიმღერები.

მათ მრავალი გულშემატკივარი ჰყავთ უკვე.

ქრისტინა კაპანაძე

-ინტერვალი ისეთი ბენდია, რომელსაც მინდა დაუსრულებლად ვუსმინო, ჩემ შინაგან სამყაროში იჭრება და თითოეული ფრაზით მნუსხავს, ახალი წლის პირველ დღესაც არ გასჭირვებია მსმენლის მუსიკალური ზღვაში ჩაძირვა.

მომავალში, ჯგუფი მრავალ სიახლეს, ინოვაციასა და ექსკლუზივს გპირდებათ.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და პასუხობს

სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნას, სადაც წერია, რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს დროებითი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს ...