Home » მთავარი » „კარგი საქმის დასაწყისი“ – ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

„კარგი საქმის დასაწყისი“ – ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის საკრებულოსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა  და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანი განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაცია, ხელოვნებისა და კულტურის სფეროების ინოვაციურ-შემოქმედებითი პროცესების  ხელშეწყობაა.

დოკუმენტის  თანახმად, მხარეები თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. დაინტერესებულ პირთათვის პერიოდულად ფორუმები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციები, საჯარო-სალექციო კურსები, ტრენინგები და მასტერკლასები ჩატარდება.

სინქრონები:

თამარ ტალიაშვილი — საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე

 ზვიად  გაბისონიაშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი.

 

Facebook Comments
x

Check Also

ამერიკა საქართველოს მხარს უჭერს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში

ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას და მოუწოდებს შეწყვიტოს მსგავსი ...