Home » მთავარი » “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგი”

“ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგი”

სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას
საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში;
,,2019 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში გამართული შეხვედრის ფარგლებში;
ითვალისწინებენ რა 1994 წლის 21 იანვარს, პარიზში ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკასა და საფრანგეთის რესპუბლიკას  შორის ურთიერთგაგების,  მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ პრინციპებს;
იღებენ რა მხედველობაში საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ ორმხრივი თანამშრომლობის შთამბეჭდავ დინამიკას;
ხაზს უსვამენ რა საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას;
აცხადებენ „ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნებას, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო; თავდაცვისა და უსაფრთხოების; ვაჭრობის და ეკონომიკის; ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში;
აღნიშნული დიალოგის თანათავმჯდომარეები იქნებიან საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები;
დიალოგი ჩატარდება წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით, თბილისსა და პარიზში;
ხელმოწერილია პარიზში, 2019 წლის 19 თებერვალს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია“, – აღნიშნულია თანამშრომლობის დეკლარაციაში, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
დიმიტრი ამილახვარი, რომლის სახელსაც ატარებს ქართულ-ფრანგული დიალოგის შესახებ თანამშრომლობის დეკლარაცია დაიბდა 1906 წელს.
1921 წლამდე სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ემიგრაციაში ყოფნისას გახდა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი.
მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა გენერალ შარლ დე გოლის “თავისუფალი საფრანგეთის” არმიაში.
1942 წელს გმირულად დაიღუპა ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. მას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საპატიო ლეგიონის უმაღლესი ორდენი.
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია
Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...