Home » მთავარი » “საპენსიო რეფორმა არის სიკეთე, რომელიც უნდა განვავითაროთ და არა შევწყვიტოთ”

“საპენსიო რეფორმა არის სიკეთე, რომელიც უნდა განვავითაროთ და არა შევწყვიტოთ”

საპარლამენტო უმცირესობა საპენსიო რეფორმის შეჩერებას ითხოვს. ინიციატივით “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტს უკვე მიმართა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეფორმა ხარვეზიანია და მის შეჩერებას ითხოვენ.

უმცირესობის მოთხოვნას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ეხმიანება და ამბობს, რომ რეფორმა წარმატებულია და ინიციატივა განხილული არ იქნება. მისივე განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო.

„დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ჩვენ კიდევ უფრო ადრე უნდა განგვეხორციელებინა, ვიდრე ეს დავიწყეთ ახლა. ისე, რომ ამის გაჩერებაზე საუბარი საერთოდ არ არის. სიკეთე, პირიქით, უნდა განვავითაროთ და არა შევწყვიტოთ. შესაძლოა, იყოს გარკვეული ხარვეზები, ასეთ მასშტაბურ რეფორმას ყოველთვის ახასიათებს მცირედი ხარვეზებიც. მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ რეფორმა ახლა არ არის მომზადებული. თუკი გარკვეული ტიპის ხარვეზები გამოიკვეთა, ჩვენ ეტაპობრივად ამას დავაკორექტირებთ, მაგრამ დღეს მე საშიშროებას ვერ ვხედავ, რომ ეს რეფორმა ან არასწორი გზით წავიდეს, ან კრახი განიცადოს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...