Home » მთავარი » დღეს ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობის დატოვებას აპირებს

დღეს ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობის დატოვებას აპირებს

თუ თანაგუნდელები საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მის ინიციატივას სესიაზე მხარს არ დაუჭერენ, დღეს დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობის დატოვებას აპირებს. გადაწყვეტილების შესახებაც განცხადებას სესიაზე გააკეთებს.

ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალისტების” წევრი დამოუკიდებლად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. არ არის გამორიცხული ბექა ნაცვლიშვილის შემდეგ უმრავლესობა მმართველ გუნდთან დაპირისპირებულმა უმრავლესობის სხვა დეპუტატებმაც დატოვონ, მათ შორის ეკა ბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა.

“მე შეიძლება დავტოვო კენჭისყრის შემდგომ უკვე უმრავლესობა, შეიძლება კიდევ რამოდენიმე დეპუტატმა, მაგრამ რაც შეეხება თვითონ უმრავლესობის დაშლას, ეს დღის წესრიგში არ დგას,”-აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

კარვების და აქციების ქალაქი…

დღეს თბილისში ოპოზიციის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქცია გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიცია აქციას 3 საათზე იწყებს, პატრიოტთა ...