Home » ეკონომიკა » “Fake News-ის გამავრცელებელი ბოტები დეზინფორმირების მძლავრი ინსტრუმენტია”

“Fake News-ის გამავრცელებელი ბოტები დეზინფორმირების მძლავრი ინსტრუმენტია”

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

ბოტები დეზინფორმირების მძლავრი ინსტრუმენტია

ჩვენ ვცხოვრობთ დემაგოგიისა და დეზინფორმაციის ეპოქაში, რასაც ხელს უწყობს  მავნე კონტენტი, ყალბი ანგარიშები (ექაუნთები), Fake News-ის გამავრცელებელი ბოტები, ონლაინ პოლარიზაცია და ინტერნეტ-სივრცის თვითრეგულაცია. აღნიშნულ სივრცეში აქტიურად გამოიყენება სოციალური მედია ინსტრუმენტები და პლატფორმები – სოციალური ქსელები, ბლოგები, მიკრობლოგები, სოციალური მედია. მათ შორის შეიძლება აღინიშნოს: Facebook, Twitter, Instagram, YouTube.

აღსანიშნია, რომ ინტერნეტ საზოგადოებამ შექმნა მძლავრი სამოქალაქო სივრცე, რომელიც გაჯერებულია მრავალფეროვანი პროგრამული რობოტებით, იგივე ბოტებით.

ბოტი არის კომპიუტერული ალგორითმი, რომელიც ალგორითმში ჩადებული ლოგიკის მეშვეობით ინფორმაციის მართვის მნიშნელოვანი სისტემაა. ბოტი ხელოვნური ინტელექტის ფლობით ფართოდ გამოიყენება პროფესიულ პირობებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. თანამედროვე პირობებში ბოტი ჩართულია პერსონალის მართვის სისტემაში. 

თვალსაჩინოა აღინიშნოს, რომ ინფორმაციულ ეკოსისტემაში „პოპულარული გახდა“ Fake News-ის გავრცელება ბოტების მეშვეობით. ბოტები, Fake News-ის გავრცელებით ახდენს მომხმარებელთა ქცევის სიმულაციის მოდელირებას, დეზინფორმაციით იპყრობს საზოგადოების ყურადღებას და ნეგატიურ გავლენას ახდენს ინფორმაციულ ეკოსისტემაზე.

კვლევები ადასტურებს, რომ  ინტერნეტში Fake news უფრო გავრცელებული და გაზიარებულია, ვიდრე რეალური სიახლე. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სიახლე და სიახლის სხვებისთვის გაზიარება. Fake news კი რამდენადაც არასდროს მომხდარა, ყოველთვის სიახლეა. შესაბამისად ყურადღებასაც ადვილად იქცევს. ბოტები Fake news იყენებს საზოგადოების ნდობის მოპოვებისათვის.

ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ ბოტები, წინასწარგანზრახული დეზინფორმაციით:

  • გავლენას ახდენს პოლიტიკურ „ხმაურზე“, ბიზნესზე, მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებზე, ისტორიაზეც კი;
  • საზოგადოებას რეალობიდან აშორებენ, „კვებავენ“ უმოქმედობას და ილუზიას;
  • საზოგადოებაში ეჭვებს აჩენენ. რადგან „ერთი ან ორი ჭორი ჩვეულებრივ საკმარისია ეჭვების დათესვისა და სასურველ ყურში მოხვედრისათვის“;
  • აღრმავებს ქაოსს და პოლარიზაციას. წარმოადგენენ ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევის სახიფათო ინსტრუმენტს;

გლობალური კვლევები ადასტურებს, რომ სოციალურ მედიის მხოლოდ სამი პლატფორმის (Facebook, Twitter და Instagram) წილად მოდის 190 მლნ ბოტი (2017 წელს). გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ყალბ ინფორმაციას იგივე პლატფორმა ავრცელებს, რომელიც რეალური ინფორმაციასაც ასახავს, ჭეშმარიტების გარკვევა რთული ხდება.

გლობალური გარემოს განვითარების ფონზე, საქართველოს სოციალური მედია პლატფორმებიც აჩვენებს ბოტების მოდელის აქტივობას, დისკრედიტაციის პოლიტიკას, დეზინფორმაციის ფართო გავრცელებას, Fake news-ის სწრაფ და ღრმა გავლენას.

ქართული ბოტების მოდელისთვის დამახასიათებელია:

  • საზოგადოებრივად აქტიური პირების დისკრედიტაცია და ამით „საკადრო რესურსის გაღარიბება;“
  • პოლიტიკური აქტორების დეზინფორმირება და მათში ეჭვის დათესვა. რაც „პირადი“ პოლიტიკის გატარებისთვის დამატებით დროს იძლევა;
  • პროფესიული დაკნინებისა და პროფესიიდან ჩამოცილების პოლიტიკა. აღიარებული დებულებების უგულებელყოფა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა;
  • აკადემიური და აქტიური პირების „მიკუთვნება“ მათი მსოფლმხედველობისათვის მიუღებელ პოლიტიკურ ჯგუფებთან.

ჯამში აღვნიშნავ, რომ ყველა ჩვენთაგანი ვართ პრობლემების ძირითადი ნაწილიც და პრობლემების გადაჭრის ძალაც. საზოგადოებაშია ჯანსაღი ინფორმაციული ეკოსისტემის შექმნისა და ჯანსაღი ინტერნეტ-გარემოს ფორმირების რესურსი. ამ მიზნით, fake news-თან და საეჭვო ანგარიშებთან (ექაუნთებთან) ბრძოლის პროცესში საჭიროა საზოგადოების, მედიის, მარეგულირებლის, ინტერნეტ-პროვაიდერებისა და თვით სოციალური ქსელის საიტების ადმინისტრაციის აქტიური მოქმედება საეჭვო ანგარიშიების შემოწმებით, დაბლოკვითა და წაშლით.

Facebook Comments
x

Check Also

დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის ...