You are here
პარლამენტის აპარატის უფროსმა ევროპელ კოლეგებს სიახლეები გააცნო მთავარი პოლიტიკა 

პარლამენტის აპარატის უფროსმა ევროპელ კოლეგებს სიახლეები გააცნო

ბრიუსელში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ევროპარლამენტის გენერალური მდივნის მოადგილე მარკუს ვინკლერსა და დემოკრატიისა და არჩევნების განყოფილების უფროს კრისტინა კასტანიოლის შეხვდა. აპარატის უფროსმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ის სიახლეები, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და მიღებული რეგლამენტით დაინერგა საქართველოს პარლამენტში. დამატებით, დეტალური ინფორმაცია იქნა გაზიარებული მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების თანამშრომლების გადამზადებისა და სტაჟირების, აგრეთვე პარლამენტის სასწავლო ცენტრის გაძლიერებისა და კვლევითი ცენტრის რეფორმირების თაობაზე.

გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ევროპარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის კვლევით დეპარტამენტში სტაჟირების სურვილი გამოთქვა, რაზეც ევროპარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან მიმდინარე წელს რამდენიმე თანამშრომლის სტაჟირების შესაძლებლობის თაობაზე მზაობა დაფიქსირდა.

გივი მიქანაძემ ევროპელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ქართული მხარის ინიციატივით თბილისის მემორანდუმის ფარგლებში მოქმედი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის შექმნისა და ამ ქსელის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.

მოლაპარაკებების შედეგად, ქსელის გაძლიერებისა და ევროპარლამენტის სამდივნოს მხრიდან ქსელის მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ბრიუსელში, სამომავლო თანამშრომლობის განსაზღვრის მიზნით, ევროპარლამენტის სამდივნოს ხელმძღვანელობისა და ქსელის წევრი აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა.

Comments

comments

Related posts