You are here
„უზუსტობები და არაგულწრფელობა“ – რას პასუხობენ მმართველ გუნდს… მთავარი პოლიტიკა 

„უზუსტობები და არაგულწრფელობა“ – რას პასუხობენ მმართველ გუნდს…

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა და განაცხადა, რომ  მოსამართლეებზე ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის ინიციატივაზე მხარი არ დაუჭირეს.

იხ.

http://www.gmtv.ge/55184-2/

ამ გადაწყვეტილებას ინიციატივის ავტორები გამოეხმაურნენ. დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, თუ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების პრინციპს ეთანხმება უმრავლესობა, კანონპროექტის ფორმულირების კონსტიტუციასთან შესაბამისობა, საბაბია. მის კომენტარს სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ეკა ბესელიას განცხადებით, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში რამდენიმე უზუსტობაა. კერძოდ, ბესელია ამბობს, რომ არასწორია ინფორმაცია თითქოს უმრავლესობამ ამ ინიციატივის მომზადების შესახებ არაფერი იცოდა:

“მე ორჯერ დავაყენე საკითხი, მათ შორის ბოლო სხდომაზე, რომ უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდნენ თუ არა მხარს. იდეას დაეთანხმა ყველა. არავის არც ერთ სხდომაზე არ უთქვამს, რომ არ ეთანხმება პრინციპს – ან ვერ თქვეს. არავის უთქვამს, რომ ეს იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს არ ყოფილა შეუთანხმებელი”, – თქვა ბესელიამ.

რაც შეეხება ფორმულირებას, ეკა ბესელიას თქმით, ამის თაობაზე განხილვა ამ დრომდე არც ფრაქციას, არც უმრავლესობას და არც კომიტეტს არ ჩაუნიშნავს.

“ფორმულირების შეცვლა ან დამატება ახლაც შესაძლებელია პირველ მოსმენამდე. თუ პრინციპს ეთანხმება უმრავლესობა, ფორმულირების შესაბამისობა კონსტიტუციასთან, საბაბია. რაც შეეხება არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას, არ არის სწორი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოსამართლეთა რაოდენობა შევამციროთ. არ ვამბობთ ასევე, რომ ახალი მოსამართლეების შემოსვლა და 3 წლით გამწესება შეუძლებელია,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ლევან გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება გულწრფელი არ არის და დეპუტატმა გარანტიებიც მოითხოვა.

„მოგვცენ იმის გარანტია, რომ ჩინჩალაძეს არ აბარებენ უვადოდ სასამართლოს. რას ნიშნავს კანონპროექტს ახლა ჩავაგდებთ და ხვალ ვიმსჯელებთ, ეს არასერიოზულია. გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა გვეჯიბრებიან ინიციატივას ვინ გამოიჩენს. ოღონდ საქმე გააკეთონ და საერთოდ გვერდზე გავიწევით. პრობლემა არ არის, ამას ჩემთვის კი არ ვაკეთებ. თუ რამის გაკეთება უნდოდათ, ვფიქრობ, მორატორიუმი პირველი პასუხია ამაზე. განცდა, რომ ჩინჩალაძეს ვიღაც დასანიშნი ჰყავს და იმ მოსამართლეს რა ეშველება, რომელსაც ჩინჩალაძე ცოტა ხანში ვერ დანიშნავს, ეს არ არის არგუმენტი, რომლითაც საზოგადოებას უნდა უპასუხოს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

Comments

comments

Related posts