Home » მთავარი » „რა თქმა უნდა, მომიწევს გუნდის დატოვება, თუ…მაგრამ ულტიმატუმით საუბარი არასწორია!..“

„რა თქმა უნდა, მომიწევს გუნდის დატოვება, თუ…მაგრამ ულტიმატუმით საუბარი არასწორია!..“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ის დეპუტატია, რომელმაც ჯერ კიდევ 2016 წელს დაინახა მმართველ გუნდში არსებული ბზარი, რომელიც დღეს უკვე ნაპრალად გადაიქცა.

დღეს ქანტარიამ კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ  „ქართული ოცნების“ გუნდში „ნაპრალი არსებობს“ და თუკი დღეს სასამართლოების თემაზეა უთანხმოება, მომავალში შეეაძლოა სხვა საკითხი იქცეს განხეთქილების მიზეზად.

მისივე თქმით კი, ამ ფონზე აუცილებელია  ცვლილებები  „როგორც საკადრო, ისე სტრატეგიის თვალსაზრისით“.

„ის ნაპრალი, რომელიც არსებობს უკვე, ამას ახლა უკვე ვერ გავექცევით. ძალიან არ მინდა, რომ ეს ნაპრალი გადიდდეს. ნუ, ახლა სასამართლოებია, ხვალ შეიძლება სხვა თემამ წამოიწიოს და ვფიქრობ, რომ აი, ის ცვლილებები, რომელსაც ჩვენ დავპირდით პირველსა და მეორე ტურში, პირველმა ტურმა რაც გააშიშვლა, რაც დაანახა სუყველას და ასევე ჩვენ, რა თქმა უნდა, და ძალიან ფართოდ გამოამჟღავნა, თვალსაჩინოდ გამოამჟღავნა ყველა პრობლემა და იყო საუბარი, რომ იქნებოდა ცვლილებები, მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები აუცილებლად გასაკეთებელია, როგორც საკადრო, ისე სტრატეგიის თვალსაზრისით, რომ საზოგადოებაშიც და თვითონ გუნდშიც ახალი ენთუზიაზმი გაჩნდეს და ენერგია გაჩნდეს .

თუ ახლა ეს ცვლილებები არის აბსოლუტურად პრინციპული ღირებულებითი, რა თქმა უნდა, მე მომიწევს დატოვება [გუნდის], ასევე სხვასაც, მაგრამ ის, რომ მე თავიდანვე ულტიმატუმით დავიწყო საუბარი, რომ ამას თუ არ გაიტანთ, მე აქ დამრჩენი არა ვარ, ეს არ მიმაჩნია სწორი“ – აცხადებს ნუკრი ქანათარია.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...