Home » თქვენი სათქმელი » პოლიტიკური განქორწინება, განაწილებული როლები და სუიციდალური აქტია ოპოზიციისთვის

პოლიტიკური განქორწინება, განაწილებული როლები და სუიციდალური აქტია ოპოზიციისთვის

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-რა ახალ სპექტაკლს გვიდგამს ბიძინა ივანიშვილი გამიჯნული ქოცების, ბესელიების და ფოფხაძეების გამოყენებით? ეს ადვილი გასაშიფრია! მივყვეთ თავიდან

ეს ჭორვილელი უჭკვიანესი პარაზიტია და წინასწარ აქვს ძალიან ბევრი სვლა გათვლილი. შესაბამისად ოპოზიციამ პრევენციაზე უნდა ვიმუშაოთ და პირველ რიგში პიარ ომში უნდა მოუგოთ, რომ მრავალსვლიანი კომბინაცია აურიოთ.

ყველაფერი ახალი კონსტიტუციის მიღებით დაიწყო და დღეს უკვე ფინალურ სტადიაში შეჰყავს 2020 წლის არჩევნების სამზადისი. საპრეზიდენტო არჩევნებიც ამ სპექტაკლის ერთ-ერთი აქტი იყო, რამაც კინაღამ ყველაფერი აუყირავა. ამიტომაც, ჩამოვიდა ფსონში ყველაფერს, რათა სალომე გაეყვანა. პრევენციაში კი პირველ რიგში ვგულისხმობ მის მხილებას და მისი გეგმების გასაჯაროვებას. შემდეგ კი მიზანმიმართულ დარტყმებს.
ახალი კონსტიტუციის ორი მთავარი კომპონენტი იყო ბიძინასთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი:

1. მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება
და
2. მინიმალური ბარიერის 3%-მდე დაწევა.

ორივე მიზანს წარმატებით მიაღწია. ახლა, განვსაჯოთ რატომ სჭირდებოდა ეს და რა კავშირი აქვს ამასთან საქოცეთში მიმდინარე “განქორწინების” პროცესს:

ბიძინასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვალია ძალაუფლების შენარჩუნება დემოკრატიის თუნდაც პირობითი ელემენტების დაცვით. შესაბამისად, ის ამზადებს მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელშიც ძალაუფლების უპირობოდ შენარჩუნების მიზნით პარლამენტის შემადგენლობას კლიტესავით დაადებს მაჟორიტართა ხმებს. მაგრამ, პროპორციულ სისტემაში გაითამაშებს დემოკრატიას და ზუსტად 3%-მდე ბარიერის დაწევის შედეგად პროპორციული სიებით პარლამენტში შეიყვანს ისეთ სატელიტ პოლიტიკურ წარმონაქმნებს, რომელთა აქტიურად შექმნა დაიწყო ბესელია ფოფხაძის დაჯგუფების ხარჯზე. მათ დაემატება ჭიჭინაძით გაძლიერებული ინაშვილის ბანდა. ხოლო, ეგრედწოდებულ შუაშისტთა სეგმენტში შექმნის კიდევ რამოდენიმე გამსვლელ დაჯგუფებას უსუფაშვილისა და მსგავსი ფიგურებისგან. არჩევანი დიდი ექნება. შესაბამისად, ზუსტად ამ სქემით და 3%-იანი ბარიერით ბიძინას გარანტირებული აქვს ხელისუფლების შენარჩუება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც. თუ დასჭირდა ამ თინეიჯერი პარლამენტარებისგანაც შექმნის მეხამრიდ დაჯგუფებას და მოსამართლეებიანად ხალხის და რაც მთავარია ჩამოუყალიბლებების მთელ რისხვას მათზე გადაიტანს.

ამიტომ, პირველ რიგში, არჩევნებზე წასვლა მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების გარეშე ბიძინას მხარეს თამაში და სუიციდალური აქტია ოპოზიციისთვის.

მეორე, დღეიდანვე უნდა ვამხილოთ ბიძინა იმ სპექტაკლის დადგმაში, სადაც მთავარი როლები ბესელიებს, გედებს და კიდევ სხვა “გადამფრენ ფრინველებს” აქვთ მინიჭებული.

ამ ორი ამოცანის შესრულების გარეშე პირადად მე არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ. არ გავხდები ბიძინას ტრაგიკომიკური სპექტაკლის მსახიობი!

Facebook Comments
x

Check Also

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიჰყავს. სხდომას უმრავლესობის წევრები ესწრებიან. საუბარი ...