Home » მთავარი » “ქვეყანაში მართლმსაჯულების პროცესის სწორად წარმართვის გზა გადის პარლამენტზე”

“ქვეყანაში მართლმსაჯულების პროცესის სწორად წარმართვის გზა გადის პარლამენტზე”

თამარ ჩუგოშვილიქვეყანაში მართლმსაჯულების პროცესის სწორად წარმართვის გზა გადის  პარლამენტზე, ისევ პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ პროცესზე

 „ის მომენტი, რომელიც ახლა არსებობს უნდა გამოვიყენოთ სწორად, გამოვიყენოთ კეთილსინდისიერად და გამოვიყენოთ ისე, რომ რეალურად მივიღოთ სწორი მართლმსაჯულების პროცესი ქვეყანაში. ჩემი აზრით ეს გზა გადის ისევ პარლამენტზე, ისევ პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ პროცესზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტის განხილვის დროს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც დღეს პარლამენტში გაიმართა „ძალიან რთული, ძალიან მძიმე დისკუსია“.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, იგი არ ფიქრობს, რომ  მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, როგორც ასეთი განყენებულად  მოცემული, არის არასწორი, თუმცა მთავარია, თუ რა ფორმით ხდება ეს და ამ კუთხით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მდგომაროება კრიზისში შეიყვანა.

-ვითარება გაგვირთულა, ასევე, დეკემბრის ბოლოს იუსტიციის საბჭოს მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ, იმ ფორმა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები, გაგვირთულა  იმ განცხადებებმა, რომელსაც ვისმენთ მოსამართლეების მხრიდან სრულიად გასულს ყოველგვარი ჩარჩოებიდან სხვადასხვა პირების მიმართ, პარლამენტის წევრების მიმართ, ჩემი კოლეგების მიმართ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მათ შორის იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელშიც მე ძალიან ბევრი წელი გავატარე და რომელსაც მე ძალიან დიდი პატივს ვცემ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართ. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები ამ ორგანიზაციის მიმართ“, -განაცხადა  თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი ვითარებით,  ერთ მხარეს არის უკვე უვადოდ დანიშნული იმ მოსამართლეების უდიდესი რაოდენობა, ვიზეც ძირითადად მოდის საზოგადოების აგრესია.  ასევე, ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი და ღირსეული მოსამართლე სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჯერ კიდევ ელოდება დანიშვნას და ისინი არიან გამოსაცდელ ვადაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება იმ ადამიანების მდგომაროება, რომლებიც უკვე განწესებული არიან უვადოდ, არ შეიცვლება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში, ვიდრე წესები და რეგულაციები არ იქნება სახეზე, მანამდე უნდა შეწყდეს მოსამართლეების უვადოდ განწესება, ხოლო  თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო  არ  მიიღებს  ამ გადაწყვეტილებას, მაშინ პარლამენტმა უნდა გამოიწვიოს მის მიერ საბჭოში დანიშნული  ხუთივე წევრი.

 

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...