Home » მთავარი » “კიდევ საბრძოლველია და კიდევ უნდა გავიდეთ ქუჩაში! ვიწყებთ!..”

“კიდევ საბრძოლველია და კიდევ უნდა გავიდეთ ქუჩაში! ვიწყებთ!..”

 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”

-7 მარტს დღის 3 საათზე!
“დიდუბის მეტროსთან, დაახლოებით 100 მეტრში არის დიდუბის ხიდი. ამ ხიდს რომ გადავდივართ, შევდივართ დიღმის მასივში, ხიდის დასასრულს არის წმინდა გიორგის ტაძარი.
— 7 მარტს, დღის 3 საათზე, ვიკრიბებით ამ ტაძრის ეზოში, მოვაწყობთ მსვლელობას სააპელაციო სასამართლოსთან, მოვითხოვთ მურუსიძის გადადგომას და აქედან მოყოლებული ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო აქციებს როგორც სასამართლო კუთხით სიმართლის მისაღწევად, ასევე განათლება იქნება ეს, სიღატაკე თუ სხვა! ყველას გელოდებით!
— მე მესმის, რომ ამდენი წელია ვიბრძვით და აღმოვაჩინეთ, რომ კიდევ საბრძოლველია და კიდევ უნდა გავიდეთ ქუჩაში და ყველა შინაგანად დაღლილები ვართ, მაგრამ: არ უნდა დავიღალოთ, კიდევ უნდა მოვიკრიბოთ ძალები, ჩვენ ხომ მართალი ვართ ამ ბრძოლაში! ჩვენ ხომ ვიცით ეს და მთავარი არის, რომ კიდევ ერთხელ წამოვდგეთ, გავერთიანდეთ, ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და ჩვენი ქვეყანა წავიყვანოთ უკეთესი გზით! ჩვენი ხალხი იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას და იმსახურებს უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრებას! მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს გუნდს შუძლია ამისი გაკეთება ხალხისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც! “

Facebook Comments
x

Check Also

18 პატრია რეგისტრაციის მოლოდინშია

ამ ეტაპზე ცესკოში არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი 68 პარტიას აქვს წარდგენილი. 9 პარტიას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ...