Home » მთავარი » ზვიად კუპრავა გლდანის მერვე დაწესებულებაშია გადაყვანილი

ზვიად კუპრავა გლდანის მერვე დაწესებულებაშია გადაყვანილი

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს – სამართალდამცველები მის ოფისში გამთენიისას მივიდნენ. ზვიად კუპრავა გლდანის მერვე დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი დაკავების მომენტში ადგილზე იმყოფებოდნენ კუპრავას მეუღლე, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები გაერთიანებული ოპოზიციიდან.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც კუპრავას გირაო შეეფარდა, რამდენიმე დღის წინ კი კუპრავას მიერ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის გამო პროკურატურამ გირაოს შეცვლა მოითხოვა – რაც დაკმაყოფილდა.

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...