Home » მთავარი » კობახიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვევა

კობახიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 25-26 თებერვალს, სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ავსტრიის ეროვნული საბჭოს პირველ პრეზიდენტ ვოლფგანგ სობოტკას, ავსტრიის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ ინგო აპპეს და ავსტრიის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროკავშირთან ურთიერთობის ქვეკომიტეტისა და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება.

შეხვედრები გაიმართება ეუთოს გენერალურ მდივან თომას გრემინგერთან, ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის, რეფორმებისა და დარეგულირების ფედერალურ მინისტრ თომას მოზერთან და ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრ ჰერბერტ კიკლთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენის დიპლომატიურ აკადემიას ეწვევა, სადაც დამსწრეებს სიტყვით მიმართავს. ირაკლი კობახიძე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრებს.

ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ავსტრიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ლელა ქებურია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.​

Facebook Comments
x

Check Also

“79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

გიორგი გახარია – საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს ...