Home » მთავარი » საჩუქრად სიყვარული და იმედი – ტელე-კონგრესი კათარზისში და აცეკვებული მოხუცები

საჩუქრად სიყვარული და იმედი – ტელე-კონგრესი კათარზისში და აცეკვებული მოხუცები

მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესის წევრის ხელოვანთა გილდიის დამაარსებლის, ნინო ბედიანიძის ორგანიზატორობით კათარზისში ხევსურული საღამო ჩატარდა. მოხუცებისთვის კონცერტი სხვადასხვა თაობის ხელოვანებმა გამართეს, შემდეგ კი სცენაზე თავად მოხუცები ავიდნენ და იქ შეკრებილ საზოგადოებას ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს.

მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესის თავმჯდომარე დარინა ლომინაძე აცხადებს, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის შეხვედრები და მოხუცებს სხვა დროსაც მოინახულებენ.

-დღეს მართლაც რომ ლამაზი დღეა, მოვედით ჩვენს ძალიან საყვარელ ადამიანებთან, მოვუტანეთ ტკბილეული, საჩუქრები, ახალგაზრდებმა ჩაატარეს კონცერტი და ჩვენ ყველამ, ერთმანეთს ვაჩუქეთ სიყვარული და იმედი“-გვითხრა დარინა ლომინაძემ.

დარბაზში ისმოდა ტაში, ოვაციები და იყვნენ აცეკვებული მოხუცები.

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...