Home » მთავარი » პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს შეხვდა

პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა და ბოლო პერიოდში, ევროპის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების შედეგები განიხილა.
აღინიშნა ქართულ დიასპორასა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრების მნიშვნელობა, ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მაღალი ნდობა და ამ ნდობის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის გამოყენების საჭიროება.
ხაზი გაესვა ქართველოლოგიის, როგორც მეცნიერების მიმართულების გაძლიერებისა და განვითარების მნიშვნელობას.
შეხვედრას პრეზიდენტის  ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო ესწრებოდნენ.
Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...