Home » მთავარი » “ოცნება” პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე”

“ოცნება” პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი პარტია პარლამენტში საპარლამენტო არჩევნებამდე მყარ უმრავლესობას შეინარჩუნებს.

მისი თქმით, დღის წესრიგში რთული პოლიტიკური საკითხები დგას, რასაც აზრთა სხვადასხვაობა უკავშირდება, მისი თქმით, ამ საკითხებს მმართველი პარტიის მხრიდან სათანადო გადაწყვეტილების მიღება სჭირდება.

“ეს მეტწილად მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა და სწორედ ამას უკავშირდება, რომ განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები გვესმის. შესაძლოა, რთული გარდაქმნების პერიოდი იყოს, მაგრამ “ქართული ოცნება” პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“რა დათმო ივანიშვილმა და რა ოპოზიციამ…”

დავით ნებიერიძე მაშ ასე, შევიტანოთ აუცილებელი განმარტებები ივანიშვილთან მიღწეულ 8 მარტის შეთანხმების დეტალებში: პოლიტიკური ვითარების ...