Home » მთავარი » კობახიძემ ავსტრიიის ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს ღირსების ორდენი გადასცა

კობახიძემ ავსტრიიის ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს ღირსების ორდენი გადასცა

ირაკლი კობახიძემ ავსტრიიის ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენი გადასცა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრს, ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე  კარლჰაინც კოპფს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებასა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ღირსების ორდენი გადასცა.

ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროკავშირთან ურთიერთობის ქვეკომიტეტის და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

ეროვნული საბჭოს წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ავსტრია  საქართველოს დასავლური მისწრაფებების, ასევე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს.

ყურადღება გამახვილდა ინტენსიური საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და ხშირი გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე.​

Facebook Comments
x

Check Also

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე ...