You are here
სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებები და გამოუძიებელი საქმეები – საიას კვლევა მთავარი სამართალი 

სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებები და გამოუძიებელი საქმეები – საიას კვლევა

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საკითხზე – სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებები და გამოუძიებელი საქმეები, კვლევა ჩაატარა.

ორგანიზაციაში 2017-2018 წლებში მომხდარი ფაქტები შეისწავლეს და განაცხადეს, რომ როდესაც საქმე ეხება სამართალდამცველების დანაშაულებებს, გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს, ან საერთოდ არ ხდება საქმის აღძვრა, ან არ დგინდება დამნაშავის ვინაობა.

კვლევას საია ექსპერტებთან და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს.

„გამოძიების მხრივ, რომ კონკრეტულ შედეგამდე მივიდეს და გამოვლინდეს პასუხისმგებელი პირი, ამ მხრივ არის პრაქტიკაში დაფიქსირებული პრობლემები. მოწვეული გვყავს შესაბამისი უწყებებიდან პირები და ჩვენს რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, გავაცნობთ მათ და ამ კუთხით მოვახდენთ თანამშრომლობას მათთან, რომ შევთავაზებთ ჩვენს რეკომენდაციებს,“- განაცხადა  ასოციაციის იურისტმა, მერი დაუშვილმა.

Comments

comments

Related posts