Home » მთავარი » ქართველი პოლიტიკოსი თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს ტრიბუნაზე

ქართველი პოლიტიკოსი თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს ტრიბუნაზე

თამარ ტალიაშვილი ეკოპოლიტიკისა  და გენდერის საკითხებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს ტრიბუნაზე მოხსენებებით წარსდგა

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალური ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი სამუშაო ვიზიტით ჰელსინკიში და ბრუსელში გაემგზავრა.

1 მარტს, ქალაქ ჰელსინკიში, თამარ ტალიაშვილი, როგორც ადგილობრივ და რეგიონალური ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი,   მონაწილეობას მიიღებს კონგრესის ბიუროს სხდოში, სადაც ეკოლოგიისა და გარემოსდაცვით საკითხებზე ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს თბილისის ეკოპოლიტიკის წარმატებულ პროექტებს გააცნობს.

6 -7 მარტს ტალიაშვილი უკვე ბრუსელში  ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში “Power2Her” და მრგვალი მაგიდის შეხვედრა თემაზე ,,გენდერული თანასწორობა ქალაქებში“ მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის გენდერული თანასწორობის შესახებ მოხსენებას საქართველოს მაგალითზე წარმოადგენს.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...