You are here
საფეხბურთო კლუბი “მესტია” – ასპარეზობა ისტორიაში პირველად, სვანეთის სახელით მთავარი სპორტი 

საფეხბურთო კლუბი “მესტია” – ასპარეზობა ისტორიაში პირველად, სვანეთის სახელით

მესტიაში პირველ საფეხბურთო კლუბის შექმნაზე ერთი წლის წინ სააგენტოზე გამოქვეყნებულმა მასალამ ჩვენი მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია. სააგენტოს მოწოდებას – დავუდგეთ ახალგაზრდებს გვერდით იმ პერიოდში მართლაც მოჰყვა გამოხმაურება.

დეტალურად იხ.

http://www.gmtv.ge/45465-2/

შემდეგ იყო სპორტული სააგენტოს შექმნა და ინფორმაცია ლევან ქობალიასგან.

იხ.

http://www.gmtv.ge/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90/

მას მერე ერთი წელი გავიდა და უკვე თავად საფეხბურთო კლუბი “მესტია” ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს :

-სვანეთში, საფეხბურთო კლუბის დაარსების იდეა 2017 წელს გაჩნდა. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, 2018 წელს შევძელით და კლუბი ოფიციალურად დავაარსეთ. ვგეგმავდით, რომ წელს საქართველოს ჩემპიონატში ჩართვას, თუმცა ეს ასე არ გამოვიდა. ჩვენ, დამფუძნებლები ველოდებოდით უფრო მეტ მხარდაჭერას მთავრობის მხრიდან, მაგრამ ეს, ამ ეტაპზე, ასე არ მოხდა. არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამხელა მაშტაბური, რა მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენა ხდება სვანეთის ისტორიაში. ამ კლუბის დაარსება და შემდეგ სწორად განვითარება, მნიშველოვნად ხელს შეუწყობს როგორც ტურისტული, პოტენციალის ზრდას, ასევე ფინანსური მოგების ზრდას ამ მხარისთვის. ჩვენ, კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ადგილობრივ თვითმმართველობას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა მოხდეს გუნდისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ადგილზე დაბინავება. სწორედ ამ არ არსებული პირობებიდან გამომდინარე, იმ თანხების დაფარვა რაც გუნდისა და სტადიონისთვის იყო საჭირო, ინვესტორმა არ გარისკა და არ გაიღო. აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდით, გუნდის შექმნა და ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება, მინიმუმ ერთი წლით გადაგვედო. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს სფფ-სა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა ადგილზევე მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა შესაბამისი სტანდარტების სტადიონი და სხვა, გუნდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

საფეხბურთო კლუბი “მესტია” გეგმავს ადგილობრივ თვითმართველობასა და სხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობას, რათა ამ ერთი წლის განმავლობაში, სვანეთში განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები რაც განაპირობებს უფრო მეტ დაინტერესებას მოსახლეობის მხრიდან ფეხბურთის მიმართ. ვგეგმავთ შეჯიბრებების მოწყობას სხვადასხვა ასაკის მოზარდებს და ახალგაზრდებში. იმედი გვაქვს ამ და სხვა მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება საზოგადოების ყველა ფენა, მათ შორის სამთავრობო ხელისუფლება და კერძო ინვესტორები.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალ წელს, ანუ 2020 წლის სეზონში მოვახერხოთ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ჩართვა და ასპარეზობა ისტორიაში პირველად, სვანეთის სახელით“.

Comments

comments

Related posts