Home » მთავარი » სამუშაო შეხვედრა DIBS-ში

სამუშაო შეხვედრა DIBS-ში

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS)   თემაზე „თაღლითობისა და რისკების შეფასება“  სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს.   რეგიონული  მასშტაბის სამუშაო შეხვედრა  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობის ფარგლებში  იმართება.

ორდღიან შეხვედრას   ბრიტანელი ექსპერტები  უძღვებიან, რომლებიც ქართველ და სომეხ კოლეგებს დიდი  ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში  თაღლითობასთან  ბრძოლის კუთხით  არსებულ გამოცდილებას უზიარებენ.  სამუშაო  შეხვედრა მიზნად ისახავს   თაღლითობისა და რისკების შეფასების ინსტრუმენტების შემუშავებას,  რომელიც თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,  გათვალისწინებული და გამოყენებული იქნება.   შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო, მენეჯერულ  და  არამენეჯერულ პოზიციებზე  დასაქმებული  პირები მონაწილეობენ. მათ თაღლითობისა და რისკების შეფასების შესახებ თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ,  სინდიკატებად მუშაობისა და პრაქტიკული სიმულაციური სამუშაოების შესრულების შესაძლებლობაც აქვთ.

Facebook Comments
x

Check Also

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუატატო მანდატი დატოვა

მარიამ ახალკაცი “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუტატო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ...