Home » მთავარი » ექსპერტი ჯანდაცვის სფეროზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს

ექსპერტი ჯანდაცვის სფეროზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ექსპერტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სფეროში  ხარვეზებია და სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში  ხარვეზებია, რომლებსაც  აუდიტის დასკვნა და რეესტრის მონაცემები ადასტურებენ. ჩიხლაძე ამბობს, რომ ბათუმში გარდაცვლილი ადამიანებისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდების ფაქტები  გამოვლინდა. ექსპერტი აუდიტის სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„დღესდღეობით უკვე იმდენად უკონტროლო გახდა სიტუაცია, რომ სამწუხაროდ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამედიცინო სერვისების ხდება მიცვალებულებისთვის და ამას ადასტურებს სახელმწიფო აუდიტის ჩატარებული დასკვნა, ასევე, რეესტრიდან ამოღებული მონაცემები.

გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც მზრუნველობამოკლებული ადამიანებისთვის ბინაზე მოვლის პროგრამის ფარგლებში ფიქსირდებოდა სამედიცინო, ფსიქოლოგიური სერვისების, წამლების მიწოდება ადამიანებისთვის, რომლების ამ მომენტისთვის კარგა ხნის გარდაცვლილები იყვნენ“– აცხადებს ჩიხლაძე.

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...