Home » მთავარი » “მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელმაც ევროპული პრინციპების ერთგულება არაერთხელ დაამტკიცა”-“ქალები პოლიტიკაში”

“მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელმაც ევროპული პრინციპების ერთგულება არაერთხელ დაამტკიცა”-“ქალები პოლიტიკაში”

თამარ ტალიაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე “ქალები პოლიტიკაში” სიტყვით გამოვიდა

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე “ქალები პოლიტიკაში” სიტყვით გამოვიდა. ევროპარლამენტში თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, მაისში დაგეგმილ არჩევნებში ქალი დეპუტატობის კანდიდატთა ადვოკატირების მიზნით ბრიუსელში ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს “CEMR” ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,ქალები პოლიტიკაში’’.

კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის 60 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. დამსწრე საზოგადოებას ევროპარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებმა, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა მიმართეს. აქცენტი გაკეთდა პოლიტიკის განმსაზღვრელ პოზიციებზე ქალებისა და მამაკაცების თანაბარი წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე დემოკრატიის მაღალი სტანდარტისა და კეთილდღეობის მიღწევის საქმეში!

თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევის მნიშვნელობასა და საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერი ქალი კანდიდატის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე.

თამარ ტალიაშვილმა ასევე აღნიშნა:

“მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელმაც ევროპული პრინციპების ერთგულება არაერთხელ დაამტკიცა, როგორც ისტორიულად, ისე უკანასკნელ პერიოდში ევროპასთან ასოცირების გზაზე გადადგმული ნაბიჯებით. ევროკავშირი დემოკრატიის ფლაგმანია და ჩვენ სწორებას მასზე ვახდენთ. ევროპარლამენტის არჩევნებში თანასწორობის ღირებულება როგორ იქნება ასახული და დაცული, ბუნებრივია, საქართველოსთვის, ასევე სხვა პრო-ევროპული ქვეყნებისათვის გეზის მიმცემი იქნება.”

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...