Home » თქვენი სათქმელი » “არ მინდა იმ ადამიანის მეშვეობით პარტიაში, რომელსაც ხალხში პატივს არ სცემენ!..”

“არ მინდა იმ ადამიანის მეშვეობით პარტიაში, რომელსაც ხალხში პატივს არ სცემენ!..”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

„ქართული ოცნება“ განახლებისთვის ემზადება. უკვე არსებული ინფორმაციით ახალ სახეებს პარტიის წევრები ყველგან და განსაკუთრებით რაიონებში ეძებენ.

პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ დემარშით წასულების შემცვლელებს სოზარ სუბარი მოძებნის.

სუბარის მიერ ახალი სახეების ძებნას უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი ეხმიანება და საჯაროდ მიმართავს პარლამენტარს:

-გამარჯობა Sozar Subari გავიგე პარტიაში ქასთინგები დაგიწყია და აქვე გამოგეხმაურები .
მე მინდოდა ქართულ ოცნებაში შესვლა მაგრამ თქვენი მეშვეობით არა !
მე არ მინდა იმ ადამიანის მეშვეობით პარტიაში რომელსაც სვანეთში პატივს არ სცემენ .
მე არ მინდა იმ ადამიანის მეშვეობით პარტიაში რომლის უსაქმურობის გაპროტესტების შემდეგ პოლიციამ დამაკავა და 800 ლარი დამიწერეს ჯარიმა .
მე არ მინდა იმ ადამიანის მეშვეობით პარტიაში რომელმაც დევნილებით სავსე კორპუსს გაზი დენი წყალი ჩაუჭრა რომ აღნიშნული კორპუსიდან გასულიყვნენ დევნილები რომ შემდგომ არქი ჯგუფისთვის ტერიტორია მიეყიდა (რაც მოხდა )
მე არ მინდა იმ ადამიანის მეშვეობით პარტიაში რომლის მიმართაც კითხვები არსებობს ხორავას ტრაგედიის ირგვლივ .
მე არ მინდა იმ ადამიანის მეშვეობით პარტიაში რომლის კრიტიკის გამოც 2 დღე კპზ ში მოვხვდი .
მე არ მინდა იმ ადამიანის მეშვეობით პარტიაში რომლის სამინისტროშიც კორუფცია მეფობდა (მე გამოვიკვლიე რამოდენიმე ფაქტი .)
მე არ მინდა თქვენი მეშვეობით პარტიაში მე თქვენთან არაფერი მესაქმება .
მე 100 ჯერ მეტი ავტორიტეტი მაქვს ხალხში ვიდრე თქვენ (გადამეტებაში ნუ ჩამითვლით დამტკიცება შემიძლია)
ასე რომ მე თქვენთან არაფერი მესაქმება !

ახალი სახეების ძებნაზე ვრცლად იხ.

http://www.gmtv.ge/55848-2/

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...