Home » მთავარი » “ეს რეზოლუცია „პატრიოტთა ალიანსს” კი არა, „ოცნებას” უნდა შემოეტანა!”

“ეს რეზოლუცია „პატრიოტთა ალიანსს” კი არა, „ოცნებას” უნდა შემოეტანა!”

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას-გასამართლდეს სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ იოსებ შატბერაშვილმა ღია ეთერში მოაწერა ხელი.

-მე ხელი მოვაწერე ამ რეზოლუციას საჯაროდ, პირდაპირ ეთერში. რეზოლუციაზე ხელი მოწერილი აქვს პარტიის ყველა წევრს და თავად პარტია „მემარცხენე ალიანსს“, როგორც პოლიტიკურ მოძრაობას. ეს რეზოლუცია „პატრიოტთა ალიანსს კი არა, „ქართულ ოცნებას უნდა შემოეტანა, გავიხსენოთ მათი დანაპირები 2011 წელს.

მე მათი დაპირება გაზეთიდან ამოჭრილი და შენახული მაქვს, რადგან ზოგიერთი „მეოცნებე“ მეუბნება მასეთი რამ არ გვითქვამსო! დაპირებაში ეწერა-როგორც კი უმრავლესობაში მოვალთ, მაშინვე დავიწყებთ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხს, მაშინ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ჯერ კიდევ ჰქონდა, გადავაყენებთ და აღვძრავთ სისხლის სამართლის საქმეს მის დასასჯელად. აქვე აგახსენებთ, რომ იმ დროს მას, როგორც პრეზიდენტს, იმუნიტეტი იცავდა. და რა ვნახეთ? წავიდა, გაიპარა, არც არავინ შეუშალა ხელი და ახლაც „დიდ გულზეა“ და ჭკუას გვასწავლის!..

აღძრეს საქმე სასაცილო თემებზე და მისცეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ქილიკის და მასხრობის მიზეზი. ეს ორგანიზაცია ტერორისტული ორგანიზაცია და უნდა აიკრძალოს პარტია, თუმცა იქამდე უნდა მიეცეს პოლიტიკური შეფასება.

კიდევ ვიმეორებ – ”სააკაშვილ-ბოკერიას” რეჟიმის გასამართლების რეზოლუცია არა ”პატრიოტთა ალიანსს”, არამედ ”ქართულ ოცნებას” უნდა შემოეტანა!!! ეს იყო მათი წინასაარჩევნო დაპირება“-აცხადებს შატბერაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

“ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ს შორის არის და არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ს შორის არის და არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება. კობახიძე ...