Home » მე, მოქალაქე » „მე, მოქალაქე, მოვითხოვ ყველა პოლიტიკოსისგან, მხარი დაუჭიროს კანონს დეპუტატის გამოწვევის შესახებ!“

„მე, მოქალაქე, მოვითხოვ ყველა პოლიტიკოსისგან, მხარი დაუჭიროს კანონს დეპუტატის გამოწვევის შესახებ!“

რუბრიკა

მე, მოქალაქე…

ნანა ხომასურიძე

„დიადი იმედების ათასწლეული“

-ის, რომ საქართველოში თუ ვინმე მოვიდა პოლიტიკაში, წასვლა აღარ უნდა, უკვე აქსიომაა და წლებია ვხედავთ. ამას დავუმატოთ უამრავი პარტიის არსებობა, რა მნიშვნელობა აქვს ერთ კაციანია ეს პარტია, ორკაციანი თუ მრავალათასიანი! ისეთ პატარა ქვეყანას, საქართველო რომ არის, ამდენი პარტია რაში ადგება, ამაზე პასუხი ალბათ არც თავად პარტიის ლიდერებს აქვს, მაგრამ თუ კიდევ ავირჩევთ ამ მარადმწვანე სახეებს, მართლა ყველაფრის ღირსები ვიქნებით, რასაც ესენი გვაკადრებენ.

როდესაც პარლამენტის წევრი ხდები და ხალხის ნდობის მანდატით სარგებლობ, იმის კანონიც უნდა მოქმედებს, რომ ჩემი არჩეული დეპუტატი თუ არ მომეწონა, მას თუ დაავიწყდა თავის მოვალეობები,  უკან გამოვიწვიო. ვინც პარლამენტშია, მარადმწვანე დეპუტატები, დაწყებული ეროვნული მოძრაობიდან დღემდე, ვინც ხელი არ შეუშალა ქვეყანაში არსებულ ამდენ უბედურებას, ვინც ყველაფერზე ხელი მოაწერა და ვისაც ახალ წრეზე უნდათ წასვლა, უნდა მოვითხოვოთ,  აბსოლუტურად ყველას საქმე ამოიწიოს და აეკრძალოთ კიდევ ერთხელ  კენჭისყრის უფლება.

დიახ, მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე მოვითხოვ ყველა პოლიტიკოსისგან, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას მხარი დაუჭიროს კანონს დეპუტატის გამოწვევის შესახებ!“

Facebook Comments
x

Check Also

ტრაგედია, რომელიც ერთ დღეს, ერთ წუთში დაატყდა საქართველოს! – გვახსოვს!

უახლესი ისტორიის ტრაგედია, რომელიც ერთ დღეს, ერთ წუთში დაატყდა საქართველოს! 1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავი, ...