You are here
“ხელისუფლება აგონიაშია და წავიდა ვაბანკზე…” მთავარი პოლიტიკა 

“ხელისუფლება აგონიაშია და წავიდა ვაბანკზე…”

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებსა და შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაცემა „კვირის აქცენტებში“ მსჯელობდნენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება აგონიაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის აზრით, ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნდება არასწორი ნაბიჯია, რადგან ის პრემიერობის დროს ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ფიგურა იყო.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ გააძლიერებს შეტევას.

Image result for ზაალ უდუმაშვილი„მართლაც აგონიაში მყოფი ხელისუფლება უნდა იყო, რომ გამოაცხადო კასტინგი რომ გადაიბიროს ხალხი. დასაყრდენი აღარ ჰყავს, ამიტომ წავიდა ვაბანკზე, დააბრუნა ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი ნეგატივი ჰქონდა მის გუნდში. სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ ისევ ოპოზიციის დემონიზაციას. სავარაუდოდ, ღარიბაშვილს ამზადებენ რაღაცისთვის, ტყუილად არ მოიყვანდა ივანიშვილი, “-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.

Comments

comments

Related posts