You are here
“არ ვიცი რამ მიაღებინა ან შეიძლება მიაღებინოს ქალბატონ თეას ასეთი გადაწყვეტილება” მთავარი პოლიტიკა 

“არ ვიცი რამ მიაღებინა ან შეიძლება მიაღებინოს ქალბატონ თეას ასეთი გადაწყვეტილება”

თეა წულუკიანმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თუ მისი მოთხოვნები სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება, მაშინ ის თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მის უწყებაში არის რამდენიმე ისეთი თემა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. როგორც წულუკიანი აცხადებს, ახლა სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს დისკუსია.

მინისტრი ამბობს, რომ თუ ეს თემები ისე არ გადაიჭრა, რომ მისი აზრი იქნა გაზიარებული, ის „გვერდზე გადგება.“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა არ იციან, რას გულისხმობდა იუსტიციის მინისტრი, როდესაც თქვა, რომ თუ ხელისუფლება სამინისტროს შიგნით ცვლილებებს არ დათანხმდება ის პოსტს დატოვებს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რა საკითხებს გულისხმობდა მინისტრი, როდესაც ეს განცხადება გააკეთა.

„როდესაც შენს გამგებლობაში არის რაღაც გარკვეული საკითხი შემავალი ბუნებრივია, რომ რაღაც გადაწყვეტილებებმა შეიძლება მიგაღებინოს, დაგაჭერინოს  ასეთი პოზიცია, მაგრამ ვერ გეტყვით. რაც არ უნდა გითხრათ, იქნება გარკვეული ტიპის სპეკულაცია, არ მაქვს წარმოდგენა რა საკითხი არის რაზეც დავა მიმდინარეობს ან აზრთა სხვადასხვაობა არის და არ ვიცი რამ მიაღებინა ან შეიძლება მიაღებინოს ქალბატონ თეას ასეთი გადაწყვეტილება,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

Comments

comments

Related posts