Home » მთავარი » კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი

კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი

1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად
უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23  ადამიანის ნეშტია ამოცნობილი

ჟენევა (წჯსკ)1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ მათი ახლობლების ნეშტები ამოცნობილია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად.

ეს შესაძლებელი გახდა იმ ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომლებიც წჯსკ-ს ეგიდით შეიქმნა და აღნიშნული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებაზე მუშაობს.  

„ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს ბებიასთან ვატარებდი, მაგრამ ომმა ერთმანეთს სამუდამოდ დაგვაშორა,“ გვიამბო 44 წლის მამაკაცმა, რომლის ოჯახიც კონფლიქტის შედეგად დაზარალდა. „როდესაც შევიტყვე, რომ მისი ნეშტი იპოვეს და ამოიცნეს, გული მადლიერების გრძნობით ამევსო გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები უცნობი ადამიანების მიმართ, რომლებმაც გარდაცვლილ ბებიას სათანადო პატივი მიაგეს.“

წითელი ჯვრის საერთაშრისო კომიტეტმა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ოჯახების წარმომადგენლებთან, განუმარტა ამოცნობის პროცესის ეტაპები და უპასუხა მათ შეკითხვებს. ოჯახებს, ასევე, გაეწიათ ფსიქოლოგიური დახმარება ახლობლების გაუჩინარებით გამოწვეულ მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან გასამკლავლებლად.

 „ჩვენთვის, როგორც ორგანიზაციისათვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მუშაობის კონკრეტულ შედეგს, იმ ფაქტს, რომ ოჯახები იღებენ პასუხს უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების შესახებ. ჩვენმა მცდელობებმა  შედეგი გამოიღო – დასრულდა გაურკვევლობის ათწლეულები 23 ქართველი, აფხაზი და ოსი გაუჩინარებული ადამიანის ოჯახისთვის,“ აღნიშნა ნიკოლა ფლორიმ, წჯსკ-ს ოპერატიული საქმიანობის კოორდინატორმა ევრაზიის რეგიონში.

ნეშტების გადაცემა და დაკრძალვის ცერემონიალი უახლოეს დღეებში გაიმართება.

1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2300-მდე პირი (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო) კვლავ დაკარგულად ითვლება.

2013 წლიდან დღემდე 500-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, 200 მათგანი ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

მაია ქარდავა, წჯსკ თბილისი, ტელ: + 5 99 55 88 18

Missing in connection with 1990s, 2008 conflicts: Remains of 23 more people identified

Geneva (ICRC) – The family members of 23 people, who were unaccounted for in connection with the armed conflicts of 1990s and August 2008, were informed that their loved ones were positively identified using a multidisciplinary approach drawing on the forensic expertise of the International Committee of the Red Cross (ICRC).

This was possible within the framework of the two Coordination Mechanisms on Persons Unaccounted for in Connection with these conflicts, which operate under the auspices of the ICRC.

“I used to spend my summer holidays at my grandma’s but war separated us all,” said a 44-year-old man whose family was also affected due to the conflicts. “Having learned that her remains were found and identified fills me with gratitude for the people on the other side of the separation line, who are unknown to me cared about my grandma when she lost her life.”

The ICRC organized group and individual meetings with the families’ representatives to share with them the news and provide all the information related to the steps that led to clarifying the fate and whereabouts of their missing relatives. Family members could ask questions about the process of search and recovery of the remains of their loved ones.

The families also received psychological support to deal with the emotional turmoil they had faced due to the disappearances.

“Seeing the concrete result of our work and how it helps the families in getting answers about their missing relatives is rewarding for us as an institution. Our efforts have helped end decades of ambiguity for 23 more Georgian, Abkhaz and South Ossetian families,” said Nicolas Fleury, an ICRC Operations Coordinator for EURASIA.

Handover of the remains and funeral ceremonies will take place in the near future.

In total, about 2,300 people, including military and civilians, are still unaccounted for in connection with the conflicts of 1990s and August 2008.

Since 2013, remains of up to 500 persons have been recovered, out of which close to 200 have been identified and handed over to their families.

For further information, please contact:

Elodie Schindler, ICRC Geneva, tel: +41 (0)79 536 92 48

Maia Kardava, ICRC Tbilisi, tel: +995 5 99 55 88 18

Marina Tedeti, ICRC Tskhinval/i, tel: +79298098765

Boris Kazanba, ICRC Sukhum/i, tel: +79409215373

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...