You are here
რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი სახელმწიფო მინისტრს მოუსმენს მთავარი პოლიტიკა 

რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი სახელმწიფო მინისტრს მოუსმენს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენს.

მინისტრი ისაუბრებს საზღვრისპირა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ და იმ საჭიროებებზე რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს.

კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 13 მარტს არის ჩანიშნული, ასევე განიხილება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც დგინდება ტყის სხვადასხვა სტატუსი და მისი მართვის ახალი მეთოდები. ამასთანავე განიხილება ცვლილებები სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს ეძლევათ უფლება განსაზღვრონ პარკირების საფასური და პარკირების უფასო დრო.

Comments

comments

Related posts