You are here
კახეთში „სამოქალაქო მოძრაობას“ ნინო გოგოლაშვილი უხელმძღვანელებს მთავარი რეგიონი 

კახეთში „სამოქალაქო მოძრაობას“ ნინო გოგოლაშვილი უხელმძღვანელებს

თელავში ,,სამოქალაქო მოძრაობის“ რეგიონულ ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი დაესწრო.
ელისაშვილის  განმარტებით, ,,სამოქალაქო მოძრაობის“ მთავარი მიზანი მოქალაქეების გააქტიურება და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი იქნება.

,,დღეს გვყავს ისეთი ხელისუფლება, როგორი მოქალაქეებიც ვართ. ჩვენ ვართ პასიური მოქალაქეები და კორუფციაზე ვხუჭავთ თვალს. ,,სამოქალაქო მოძრაობის“ მიზანია, რომ არ დაველოდოთ მხსნელს, დავიკაპიწოთ ხელი და ვიაქტიუროთ, რომ შევცვალოთ ქვეყანა უკეთესობისკენ.

ჩვენს ტვინებში უნდა დავამსხვრიოთ ის საბჭოური სტერეოტიპი, რომ ვიღაც სხვამ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. არავინ მოაგვარებს ჩვენს მაგივრად პრობლემებს. ქუჩა რომ არის დანაგვიანებული, ამას ჩვენ უნდა მივხედოთ, ხელისუფლება რომ კორუფციაშია ჩაფლული, ჩვენ უნდა ვაგებინოთ პასუხი.

დიდი პატივია, რომ თელავში გავხსენით ოფისი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი წარმომადგენლობა აქტიურ მოქალაქეებს შემოიკრებს’’,- განაცხადა  ალეკო ელისაშვილმა.

,,სამოქალაქო მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ოფისს ნინო გოგოლაშვილი უხელმძღვანელებს.  გოგოლაშვილი ამჟამად კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციაში საქმიანობს.  მისი თქმით, ისინი ადგილობრივ აქტიურ ახალგაზრდებთან ერთად თვითმმართველობის მიმართულებით იმუშავებენ.

Comments

comments

Related posts