You are here
თემურ აბაზოვი განაცდური ხელფასის 32 000 ლარის აღებას ითხოვს მთავარი პოლიტიკა 

თემურ აბაზოვი განაცდური ხელფასის 32 000 ლარის აღებას ითხოვს

“მარნეულის რადიო”-ს ინფორმაციით, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი განაცდური ხელფასის 32 000 ლარის აღებას ითხოვს. მედიის ინფორმაციით, შესაბამისი ცნობით აბაზოვმა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა.

გასული წლის 13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს. მარნეულის მერს ინციდენტში მონაწილეობა ბრალდებოდა. თემურ აბაზოვი ამ ინციდენტის გამო 13 ივნისს იქნა დაკავებული.

2018 წლის 13 დეკემბერს თემურ აბაზოვი 10000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა,  12 თებერვალს მარნეულის საკრებულომ, აბაზოვის განცხადების საფუძველზე, მას მერის მოვალეობა შეუწყვიტა

Comments

comments

Related posts