You are here
“დაიცავი საქართველო” ცოცხლდება” – ვინ არიან გუნდის წევრები… მთავარი პოლიტიკა 

“დაიცავი საქართველო” ცოცხლდება” – ვინ არიან გუნდის წევრები…

საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორი, „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოეტი დავით მაღრაძე აცხადებს, რომ “დაიცავი საქართველო” ცოცხლდება და სწორედ ამ მოძრაობის წიაღში წიაღში აღმოცენდა “ქართული ოცნება”.

მაღრაძემ „რეაქციაში“ „დაიცავი საქართველოს“ გუნდის  წევრები დაასახელა.

„კახა მიქაია ,შოთა გლურჯიძე, ლევან და გია გაჩეგილაძეები,ლაშა ამირეჯიბი , ეს ის ადამიანებია,  ვისთანაც უკვე მოვასწარი დაკავშირება.  ყველას  დავუკავშირდები, ვისაც საერთო ღირებულებები და ფასეულობები გვაქვს. ვინც  ერთად ვიწყებდი, ვინც სათავეებთან ვიდექით. ყველაფერი წავა ლოგიკით, არა „ქართული ოცნების“ ლოგიკით, არამედ, კაცობრიობის ისტორიაში გამოწრთობილი და გამოცდილი ლოგიკით. რაც მთავარია , გვინდა, შევქმნათ ასპარეზი  ახლგაზრდებისთვის“,  – განაცხადა დავით მაღრაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

მისივე თქმით, რაც შეეხება გოგა ხაინდავასა და კოკა გუნცაძეს, ისინი მისი მეგობრები არიან და მეგობრების გზა , ადრე თუ გვიან, მაინც ერთდება.

დავით მაღრაძის თქმით,საზოგადოებრივი მოძრაობის  პირველი შეკრება აპრილში გაიმართება.

Comments

comments

Related posts