You are here
“თუ რაიმე ქმედება არის საჭირო, პირველ რიგში სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ!” მთავარი პოლიტიკა 

“თუ რაიმე ქმედება არის საჭირო, პირველ რიგში სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ!”

სოფელ ხურვალეთთან შექმნილ მდგომარეობას საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ , რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია.

„გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელიც არ ადასტურებს, რომ ოკუპანტები გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, შესაბამისად, რა თქმა უნდა პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. მეც ვუერთდები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწოდებას, რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს. თუკი რაიმე ქმედება არის საჭირო, პირველ რიგში სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ. ამიტომ შემაშფოთებელია გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა, რამდენადაც ეს უარყოფითად აისახება უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.

Comments

comments

Related posts