You are here
გადაწურული იმედი, ფუჭი დაპირება და ისევ „ცისკარას“ მომლოდინე წნორელები… მთავარი რეგიონი 

გადაწურული იმედი, ფუჭი დაპირება და ისევ „ცისკარას“ მომლოდინე წნორელები…

-„წნორის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება“-ასეთი დაპირება მიიღეს წნორელებმა 2015 წლის ზაფხულში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, დაბა წნორის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 8 მილიონ 318 ათას 605 ლარია. წნორის მოსახლეობის 50%-ს წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდება, დანარჩენ ნაწილს კი წყალი გრაფიკით აქვს. პროექტის დასრულების შედეგად, წნორის მოსახლეობა მაღალი ხარისხის სასმელ წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს.

ფაქტი მედიამ გააშუქა

და წნორელებსაც იმედი გაუჩნდათ, თუმცა!!! ახლა 2019 წელია, 4 წელი გავიდა და წნორს პრობლემა არ მოგვარებია.

წნორელები ამბობენ, რომ დაპირება დაპირებად დარჩა და წყალს ისევ ჭაბურღილებიდან იღებენ.

ანალოგიური რამ გვითხრა სამოქალაქო მოძრაობის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ნინო გოგოლაშვილმა და დღეს გადაღებული ფოტოც მოგვაწოდა.

-ამ დრომდე წნორში წყალმომარაგების სისტემა, ფაქტობრივად, არ არსებობს და ქალაქის 6400 მოსახლე სასმელ წყალს, ცალკეული უბნების მიხედვით, საუბნო ჭაბურღილებიდან იღებს. ჯერ კიდევ 2014 წელს გვპირდებოდა მთავრობა, რომ ქალაქ წნორს 24 საათიანი წყალომარაგება ექნებოდა. 2014 წელს დაიწყო 8 მილიონიანი პროექტი რომელიც 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ [ეს ფოტო] სამწუხაროდ დღესაა გადაღებული… 15.03.2019წ ქ. წნორი. ქალაქი წყლის გარეშეა დარჩენილი, “ცისკარა” კი არსად სჩანს.. ცისკარა ეს არის გმირი ზღაპარისა, რომელიც ბოროტი ჯადოქრის მიერ უწყლოდ დარჩენილ ხალხს მხსნელად მოევლინება. მან უნდა სძლიოს ბოროტ ძალებს და ხალხი მონობისაგან გაანთავისუფლოს. თავისი სატრფოსა და ერთგული მეგობრების დახმარებით ცისკარა მრავალ გრძნეულს სძლევს, ჯადოქარს ამარცხებს და ხალხს წყალსა და თავისუფლებას უბრუნებს. ..“

Comments

comments

Related posts