Home » მთავარი » კანონპროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამსახურის შესახებ“

კანონპროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამსახურის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება. სესიაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული  კორექტივები მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა გაუქმდეს ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, პირები, ვინც მღვდელმსახურები არიან ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

ამ ცვლილებებით კონკრეტდება, რომ პირებს, რომლებიც უარს განაცხადებენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდაზე სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით, ეკისრებათ ვალდებულება, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ.

 

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...