Home » მთავარი » ენმ-ს ყრილობაზე სააკაშვილი ჩაერთო

ენმ-ს ყრილობაზე სააკაშვილი ჩაერთო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგით მერვე ყრილობა ნიკა რურუას ხსოვნის პატივისცემით გაიხსნა.

დღეს პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

იხ.

http://www.gmtv.ge/56338-2/

ყრილობის დელეგატებს მიმართა ექსპრეზიდენტმა და პარტიის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ვაკეთოთ ხალხთან ერთად და ვაკეთოთ ხალხისთვის. ივანიშვილი დაჰპირდა ხალხს 100 ქარხანას და ამის ნაცვლად შეუქმნა ყანდიაშვილი-რამიშვილის ტროლების ფაბრიკა.

„საქართველო დიდ განსაცდელშია. ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, ყოველი დღე გვაახლოებს საქართველოს განადგურებას და ჩვენი ქვეყნის აღსასრულს. ეს მოჯადოებულ წრე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირღვეს. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას ერთ კვირაში უნდა გავაკეთოთ, ერთ კვირაში. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას ერთ თვეში,  უნდა გავაკეთოთ ერთ თვეში. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას სამ თვეში, უნდა გავაკეთოთ სამ თვეში.  ჩვენ აღარ გვაქვს დასაკარგი დრო,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგები რომ არა, დღეს საქართველო გაცილებით წარმატებული იქნებოდა.

ყრილობაზე ლელა ჯავახაძის კანდიდატურა გენრალურ მდივნად დასახელდა, სიახლეა ისიც, რომ პარტიაში შემოაქვთ აღმასრულებელი მდინის ფუნქცია.

Facebook Comments
x

Check Also

არ შეიძლება შენი ქვეყნის კონსტიტუცია მოკლა შენი ინტერპრეტირებით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტ/კ „ იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარული ...