Home » მთავარი » „მივესალმები ყველა თანამოქალაქეს, რომელიც ოპოზიციურ ძალებს იმედით უყურებს”

„მივესალმები ყველა თანამოქალაქეს, რომელიც ოპოზიციურ ძალებს იმედით უყურებს”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გახდა. ის პარტიის რიგით მერვე ყრილობაზე აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონულად მიმდინარეობდა. გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

„მივესალმები გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც გვერდში გვიდგანან და 2018 წელს უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩვენს საარჩევნო კამპანიაში. მივესალმები ყველა ჩვენ თანამოქალაქეს, რომელიც ოპოზიციურ ძალებს იმედით უყურებს და ელოდება იმას, რომ ჩვენ ქვეყანას დავაბრუნებთ განვითარების და წარმატების გზაზე. 2012 წლის დეკემბერში ვამბობდი ამას და აუცილებლად გავიმეორებ. ამ პარტიის წევრებმა, თქვენ, ამ დარბაზში მყოფებმა, ჩვენმა მხარდამჭერებმა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გეოგრაფიულ ტერიტორიად გადაქცეული, ჩამოშლილი საქართველოსგან შექმნეს წარმატებული, რეფორმატორული ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა სრულიად ახლებური, ეფექტური ინსტიტუციები,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

აღმასრულებელ მდივნად კობა ნაყოფიაა წარდგენილი.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მურთაზ ზოდელავაა, წევრები – ხათუნა ოჩიაური, კობა ხაბაზი, გია როინიშვილი და ლევან ხაბეიშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...