Home » მთავარი » „მაქვს ეჭვი, რომ ბიძინა კუჭავა მოკლეს! მოვითხოვ თვითმკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირებას!“

„მაქვს ეჭვი, რომ ბიძინა კუჭავა მოკლეს! მოვითხოვ თვითმკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირებას!“

2016 წელს ამ ამბავზე მთელი საქართველო ლაპარაკობდა. მოკლედ შეგახსენებთ საქმის არსს – პროკურორი ვახტანგ ქირია 2016 წლის იანვარში, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებულად ბიძინა კუჭავა 17 იანვარს გამოაცხადა. უწყების ცნობით, ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა მაშინ, როდესაც სამართალდამცველები დაედევნენ მის მანქანას და შეაჩერეს.

სამეგრელო–ზემო სვანეთის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას მეუღლე მარი ნიკოლოზაშვილი პროკურატურაში იმყოფებოდა.  საქმეში ბევრი გაურკვეველი დეტალია და იმედოვნებდა, რომ კითხვებზე პასუხს მიიღებდა, მაგრამ საქმე ისევ ბურუსით მოცული დარჩა.

ბიძინა კუჭავას მეუღლე საგამოძიებო უწყებებისგან საქმის მასალებზე წვდომასაც ითხოვს. ამასთან, მარი ნიკოლოზაშვილის თქმით, მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ ბიძინა კუჭავა მოკლეს და თვითმკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

„ვითხოვ მთელ სიას, რა ღონისძიებები ჩაატარა პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე მოვითხოვე, რომ მუხლს, რომლითაც არის აღძრული საქმე თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, შეეცვალოს კვალიფიკაცია და საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრას. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ბიძინა კუჭავა მოკლულია. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და მიპასუხოს ამ კითხვებზე“,-განაცხადა მარი ნიკოლოზაშვილმა

Facebook Comments
x

Check Also

მადლობას ვუხდით საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება

“მთავარია საქმე გავაკეთოთ – რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ...