Home » მთავარი » თეონა ჭალიძე – ვუერთდებით სოციალური მუშაკების პროტესტს!

თეონა ჭალიძე – ვუერთდებით სოციალური მუშაკების პროტესტს!

სოციალური მუშაკების გაფიცვა გრძელდება – სოციალური სააგენტოს თანამშრომლები, სამსახურში არც დღეს მივლენ. ისინი კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.

ისინი სოციალური პოლიტიკის გადახედვას, ხელფასების მატებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

მასშტაბური საპროტესტო ტალღა გუშინ დაიწყო. აქციები გუშინ ქვეყნის მასშტაბით, ხუთ ქალაქში გაიმართა. 200-ზე მეტი სოციალური მუშაკი კი დღის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბა. აქცია გვიანობამდე გაგრძელდა.

აქციას შეუერთდა „ახალი საქართველოს“  სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი  თეონა ჭალიძე.

,,ვუერთდებით სოციალური მუშაკების პროტესტს! მათი მოთხოვნების შესრულება აუცილებელია იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დაუცველი ადამიანები დავიცვათ! სოციალური მუშაკების როლი უმნიშვნელოვანესია და მათ ზურგს უნდა უმაგრებდეთ სახელმწიფო და არ უნდა უწევდეთ შიშველი ხელების და ტკბილი სიტყვის ამარა ყოფნა, მაშინ როცა ბენეფიციარებს რეალური დახმარება და შრსაბამისი სერვისები სჭირდებათ” – აცხადებს ჭალიძე.

Facebook Comments
x

Check Also

ინფექციურში კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული  7 პაციენტის ჯანმრთელობა ისევ მძიმედ ფასდება, ერთი პირი კი, რომლის ...