Home » მთავარი » როგორ უნდა მოიქცეს, 40 წელს ზევით მოქალაქე, თუ მას საპენსიო სისტემის დატოვების სურველი აქვს

როგორ უნდა მოიქცეს, 40 წელს ზევით მოქალაქე, თუ მას საპენსიო სისტემის დატოვების სურველი აქვს

პირველი აპრილიდან შემდეგი ორი თვის ვადაში, საპენსიო სისტემაში ჩართულ 40 წელს გადაცილებულ 230 ათასამდე დასაქმებულს უფლება აქვს, დატოვოს სისტემა.

როგორ უნდა მოიქცეს, 40 წელს ზევით მოქალაქე, თუ მას  საპენსიო სისტემის დატოვების მსურველი აქვს?

„1 აპრილი როდესაც იყო გაცხადებული, ეს ის მინიმალური ვადაა, რომელიც 1 იანვრიდან ავითვალეთ, მაგრამ კანონი ამბობს, რომ გაწევრიანებიდან უნდა მოხდეს ათვლა, ხოლო გაწევრიანება ხდება მაშინ, როდესაც მათ პირველი საპენსიო შენატანი ჩაერიცხათ და მათი საპენსიო ინდივიდუალური ანგარიში გაიხსნა. ვინც სისტემაში თავის ანგარიშზე ახლა შევა, მათ ზუსტად გამოუჩნდებათ ის ვადა, როდის გაეხსნათ ანგარიში, ხოლო წითლად ჩანს გასვლის ვადა, კერძოდ, როდის დაიწყო და როდის სრულდება. ამიტომ სჯობს, ეს ვადები ყველამ შეამოწმოს და სწორედ იმ ვადებში მოვიდნენ საპენსიო სააგენტოს ოფისში ან მივიდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოებში, სადაც სისტემიდან გასვლის თაობაზე განცხადებების მიღება ხდება,“ – განმარტა ლევან სურგულაძემ.

დასაქმებულმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა.

იხ

https://www.pensions.ge/

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...