Home » მთავარი » „ვიღაცეებს სასაცილოდ არ ეყოთ, ახლა ნახეთ! ჩ ა მ ო ი ნ გ რ ა !!! ჩ ა მ ო ი შ ა ლ ა !!“

„ვიღაცეებს სასაცილოდ არ ეყოთ, ახლა ნახეთ! ჩ ა მ ო ი ნ გ რ ა !!! ჩ ა მ ო ი შ ა ლ ა !!“

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი წერს:

-მშენებარე სახლის მიწა (სადაც შენდება სახლი), რომლის არმატურებიც ცოტა ხნის წინ ქარმა გადაღუნა და ვიღაცეებს სასაცილოდ არ ეყოთ, როცა საიტზე გამოვაქვეყნე სტატია (ინტერვიუ) მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით,
ჩ ა მ ო ი ნ გ რ ა !!! ჩ ა მ ო ი შ ა ლ ა !!

შარტავას 29 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ ქარმა მშენებარე კორპუსის არმატურები გადაღუნა, მიწის მასის ჩამოშლა მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეზობელ კორპუსში მცხოვრები ნინო საგანელი ავრცელებს:

„იქამდე, სანამ არ დაგვმარხავს ცოცხლად და დაგვასამარებს X2Developmentი არ იქნება რეაგირება არცერთი პასუხისმგებელი ორგანოდან?(!) გოთუას 12ის(შარტავას 29/31) მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა მიწის მასის ჩამოშლა (ისევ და ისევ), მოჰყვა ხეების მოწყვეტა და გაზის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანება. საშინელი ხმით და სპეციფიური სუნით, მე პირველად შევისუნთქე მხუთავი აირი და ახლაც სპაზმი მაქვს. რაც მყისიერად მოვახერხე 112სა და 114ში დარეკვა და მეზობლების გაფრთხილება, სახლიდან ევაკუაცია, თუმცა გაზის სუნი სააკაძის მოედნამდე იგრძნობოდა… გამოფხიზლდით ცოტა თბილისის მერია / Tbilisi City Hall თბილისის მუნიციპალური ინსპექცია32სართულამდე სანამ ავლენ ჩვენ ალბათ ზურაბივით სურამის ციხეში ჩაშენებულები ვიქნებით  P.S სულ რამდენიმე დღის წინაც ამ მშენებლობაზე მქონდა სტატუსი  მთელი ღამე მეგონა ეს კონსტრუქცია და ამწე თავზე დაგვემხობოდა (შარტავას 29/გოთუას 12-ის მომიჯნავე), ჯერ სად ვართ 14 სართულია (გეგმაშია 28-32სართული). ეს ის ადგილია არაერთხელ რომ მოხდა მიწის უდიდესი მასის ჩამოშლა… ეს ის ადგილია მიმდებარე ეზოში მდგომ ვაგონში რომ კინაღამ ადამიანი დაიწვა, რადგან სახანძროს მანქანამ ვერ მოახერხა შესვლა…. ეს ის კორპუსია სისტემატიურად სხვადასხვა სართულებზე კედლები რომ სკდება და ფანრის შუქზე ავსებენ ცემენტით კედლებს… ეს ის კორპუსია ემიგრანტებზე რომ ბრმად დაყიდეს,სამაგიეროდ ჯიბეები დაიესქელეს…. ეს ის ადგილია 6წლის წინ აივნის მოაჯირებზე ნაძვის მტვერს ვწმენდდი, დილით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებდა, ახლა კი მტვრისა და ნაგვის გროვა მხვდება, მხოლოდ ყვავები დაგვჩხავიან თავზე და მუშების უწმაწურ სიტყვებსა და ჩხუბს ვისმენთ… ეს ის კომპანიაა, რომელსაც წლებია ყველა ინსტანციაში ვებრძვით,მაგრამ ამაოდ… ეს ის კომპანიაა გარიგებების სანაცვლოდ რომ წითელ ხაზებს თავის სასიკეთოდ ანაცვლებს… ამ კომპანიის ყოფილი არქიტექტორი რომ ჩასწვდა შავ-ბნელ ქმედებებს მოისროლეს და მერიასთან და ზედამხედველობის სამსახურთან დამეგობრებული პიროვნებით ჩაანაცვლეს… და კიდევ…. კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ…. რაღაც უბედურება რომ დატრიალდება, პასუხისმგებლობას ვის დააკისრებენ?(!) X2Development ვინ გაჯეჯილებს ასე ნეტავ… თბილისის მუნიციპალური ინსპექცია თბილისის მერია / Tbilisi City Hall თბილისის არქიტექტურის სამსახური P.S. უმთავრესიიიი!!!!! გვერდით 117-ე საბავშვო ბაღია, საფრთხეში არიან ბავშვები!!!!!!!“ – წერს ნინო საგანელი.
შეგახსენებთ, რომ „პროგრესნიუსი“ შარტავას 29 მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფრთეების შესახებ რამდენიმე დღის წინ წერდა, თუმცა წერილს შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

წყარო – „პროგრესნიუსი“

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...