Home » მთავარი » „მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს…”

„მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს…”

ზურა ხვიჩია

შუალედურ არჩევნებში გასამარჯვებლად ბრძოლა დაიწყო.

როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია საქართველოში 2019 წლის მაისში შუალედური არჩევნები გაიმართება , რაც შეიძლება ითქვას , რომ გენერალური რეპეტიციაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის , თუ რათქმაუნდა მოვლენები თანმომდევრულად განვითარდა და ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა საქართველოში .

შუალედური არჩევნები იმართება მთაწმინდაზე სადაც ადგილი მას შემდეგ გათვისუფლდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის არჩევნებში გაიმარჯვა და დატოვა სადეპუტატო მანდატი.

რაც შეეხება კანდიდატებს, ინტერესი მართლაც დიდია  და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ,რომ  ფაქტოპრივად საარჩევნო მარათონი უკვე დაიწყო .

არჩევნებში  მონაწილეობას იღებენ,   –  ქართული ოცნების მიერ წარდგენილი  ექიმ-გინეკოლოგი ვლედიმერ  კახაძე , რომელიც მთაწმინდის მაჟორიტარად პირველად არ იყრის კენჭს , იგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ღებულობდა მონაწიებოას და პაატა ბურჭულაძის პარტიას სახელმწიფო ხალხისთვის   წარმოადგენდა , თუმცა 2016 წლის არჩევნები მაინცდამაინც წარმატებული არ იყო ბატონი ლადოსთვის , მან მხოლოდ 2,65%  დაახლოებით  6018 ხმა მიიღო.

ვლადიმერ კახაძე ასევე იყო ლეიბორისტული პარტიის წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი.

ოპოზიციას  რაც შეეხება მათ ნაწილობრივ მოახერხეს შეთანხმება , მაგალთად ამ ოლქში ნაციონალური მოძრაობა კანდიდატს არ დააყენებს და ისინი მხარს ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილ , შალვა შავგულიძეს დაუჭერენ მხარს , რომელიც თავის მხრივ თავისუფალ დემოკრატებს წარმოადგენს, რომლებიც ევროპულ საქართველოსთან შევიდნენ კუალიციაში და ერთიანი ფრონტი შექმნეს სამომავლო ბრძოლისთვის.

რაც შეეხება ბატონ შალვას იგი , ისევე როგორც მისი მთავარი ოპონენტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად  იღებდა მონაწილეობას თავისუფალი დემოკრატების სახელით და ამავე ოლქში 6,79 % 1558 ხმა აიღო .

მართალია ზემოთ აღნიშნული კანდიდატების მიერ წინა არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა  მაინცდამაინც არაა მაღალი შედეგი , თუმცა დღეს სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  უკიდურესად პოლიტიკური პოლარიზაციის დროს ეს ორი კანდიდატი წარმოადგენს ორ ბანაკად გაყოფილ საზოგადოებას მოპირისპირე ჯგუფებს  , რომელთა რაოდენბა თითქის თანაბარია რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმაც აჩვენა.

გარდა დიდი პოლიტიკური პარტიებისა, თუ გაერთიანებებისა არჩევნებში მონაწილეობას იღებენ დამოუკიდებელი კანდიდატები და სხვადასხა საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პირები .

მაგალითად: არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატადაა დარეგისტრირებული კობა დავითაშვილი ,  რომელიც 2016 წლამდე ქართულიოცნების წევრი იყო და პირველმა დატოვა ეს პარტია. დავითაშვილს რაც შეეხება მას მართლაც დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და უახლესი საქართველოს ისტორიაში ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან მოვლენაში იღებდა მონაწილეობას  და ასევე ყველა იმ პარტიის წევრიც იყო, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენდა ,თუმცა როგორც თვიონ აღნიშნავს  მოქალაქეთა კავშირიდანაც, ნაციონალური მოძრაობიდანაც და ქართული ოცნებიდანაც პირველი წამოვიდა და გადავიდა ოპოზიციაში , როგორც კი იდეოლოგიური განსხვავება აღმოაჩინა მათთნ  მიმართებით.

კობა დავითაშვილისგან განსხვავებით ნაკლები პოლიტიკური გამოცდილებით სარგებლობს  პარტია გირჩის დასახელებული კანდიდატი „ჰერმენ საბო“ რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს პოლიტიკურ ასპარეზზე და მის ამომრჩეველს განსხვავებულ და არასტერეოტიპულ პარლამენტარობას პირდება. ჰერმან საბომ უკვე მიიპყრო ყურადღება, როდესაც მთელი თბილისის მასშტაბით გირჩის ამომრჩეველს სთხოვა მთაწმინდის ოლქში ჩაწერა, რაც ასე ვთქვათ სამართლებრივად დაშვებულია. უფრო სწორად ცესკოში ამ მეთოდზე ჯერ არაფერია ცნობილი და ვერ პასუხობენ კანონიერია თუ არა ეს ქმედება საარჩევნოთ . ჰერმან საბომ ასევე გადაწყვიტა საკუთარი საარჩევნო კამპანია სასამართლო სისტემაში არსებულ დაპირისპირებაზე ააგო და ჩინჩალაძე მურუსიძის კლანს დაუპირისპირდა , როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა „ ვინც ჩინჩალაძე მურუსიძის კლანი უვადოთ მთავრობას დაანიშნინოს იმის დედას შე @@@ იო „  ეს განცხადება გირჩის სახელით იქნა გაკეთებული.

ასევე გიორგი ანდრიაძ წარადგინა საინიციატივო ჯგუფმა: გურამ საღარაძე,თემურ ჩალაბაშვილი, დავით გველესიანი, ნუნუ გაბუნია, ზაზა ხაბეიშვილი;  რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას და მთელი საქართველოს მასშტაბით  0,82 % 13 133 ხმა მიიღო რაც შეეხება კონკრატულად მთაწმინდის ოლქს მან  375 ხმა მიიღო .

მაჟორიტარობის კანდიდატია ჟურნალისტი სოფო ხორგუანი , რომელიც წარადგინა  საინიციატივო ჯგუფმა: ლელა ფირალიშვილი, გიორგი აბდალაძე, კობა კვანტალიანი, გიორგი კერესელიძე, ლელა გაფრინდაშვილი, მალხაზ თოფურია, ოთარ ტატიშვილი, რევაზ სტურუა;

სოფო ხორგუანი იყო საქართველოს ადამიანის  უფლებათა დამცველი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე 2007 წლის აგვისტოდან  2009  წლის იანვრამდე. რაც შეეხება მის პოლიტიკურ გამოცდილებას 2009-2011 წლებში იყო რესპუბლიკური პარტიის აქტიური წევრი.

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია წარადგინა საინიციატივო ჯგუფმა: ლევან ლორთქიფანიძე, ვლადიმერ პაპავა, თათია დოლიძე, ზურაბ ბაქრაძე, ესმა გუმბერიძე, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტ, ირაკლი კუპრაძე;

გეგელია დამოუკიდებელი პოლიტიკური კომენტატორია. იგი ხშირად კრიტიკოსია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“, ასევე მთლიანად ქართული პოლიტიკური ელიტის მიერ წარმოებული პოლიტიკისა.

ემხრობა კანონის უზენაესობას, სოციალურ სამართლიანობას და პოლიტიკურ თავისუფლებას. გეგელია ემხრობა მშრომელთა უფლებების დაცვას, მინიმალური ხელფასის დაწესებას, გაზრდილ ინვესტიციას განათლებასა და ჯანდაცვაში და ე. წ. „განმავითარებელ სახელმწიფოს“, რომელიც ჩართულია სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების განვითარებაში.

თუ როგორ განვითარდება მთაწმინდის ოლქში მოვლენები , ჯერჯერობით ამის პროგნოზირება შეუძლებელია .  კანდიდატები  თნდათან უფრო მეტად გააქტიურდებიან და საარჩევნო კამპანიაც საზოგადოების მეტ ინტერეს გამოიწვევს .

დღეს მხოლოდ იმის თქმა შეიძლება , რომ კონკრეტულად მთაწმინდის ოლქში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა 37,62 % აღება შეძლო , რაც რაოდენობრივად  9 573  ხმაა ხოლო რაც შეეხება სხვა კანდიდატების მიერ აღებული ხმების რაოდენობას იგი 25 447 ხმას შეადგენს , ასე რომ ნამდვილად საინტერესოა თუ როგორ განვითარდება მოვლენები აღნიშნულ ოლქში.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ს შორის არის და არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ს შორის არის და არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება. კობახიძე ...