Home » მთავარი » დაპირებული ანტიკრიზისული გეგმა

დაპირებული ანტიკრიზისული გეგმა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ “კანონი და სამართალი” 5-პუნქტიანი ეროვნული ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

პარტია “კანონი და სამართალი” ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს ორშაბათს წარუდგენს.

„გავაკეთეთ დაპირებული ანტიკრიზისული გეგმა, ხუთ პუნქტიანი, რომელსაც ორშაბათს შევთავაზებთ საკანონმდებლო ორგანოს. ჩვენ გუნდს აქვს შესანიშნავი პროგრამა, ასე ვთქვათ, გრაფიკული, როგორ მივეშველოთ იპოთეკარებს, რომელშიც მთელი საქართველოა პრაქტიკულად ჩაძირული და ეს წარმოუდგენელი ვითარება არის, მაგრამ ეს ყველაფერი არ გაკეთდება, თუ ჩვენ სასწრაფოდ არ გავაკეთეთ ანტი კორუფციული გეგმა,“- განაცხადა პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა.

 

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...