Home » თქვენი სათქმელი » „მაშანტაჟებდა ოცნების სახელით, ვარ მსხვერპლი! მინდა შევხვდე პარტიის ხელმძღვანელობას…“

„მაშანტაჟებდა ოცნების სახელით, ვარ მსხვერპლი! მინდა შევხვდე პარტიის ხელმძღვანელობას…“

მაია სამიტაშვილი ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად 2015 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა. შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც თავად ამბობს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა და მეტიც, სემიტაშვილის განცხადებით მერი მას „ოცნების სახელით აშანტაჟებდა“

მაია სამიტაშვილმა GmTV-ს წერილით მიმართა, რომელშიც დაწვრილებით საუბრობს.

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

მაია სამიტაშვილი

მოგახსენებთ,რომ 2015 წლიდან ვმუშაობდი ა(ა)იპ ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად.2019 წლის 11 თებერვალს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა,გამათავისუფლა სამსახურიდან,გამოიყენა ის უფლება,რომ მერი ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის ხელმძღვანელს , საფუძველი არ წერია.მთელი წელი მორალურად გამანადგურა ,ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მამუშავა და ოცნების პარტიის სახელით მაშანტაჟებდა.

მე ვარ უკანონოდ განთავისუფლებული,რ.სესიაშვილის პირადი მსხვერპლი.ვერ ამბობს ნამდვილ მიზეზს,რაც მდგომარეობს იმაში,რომ მიყვირა, მიქნია ხელები,მომაყენა სიტყვიერი შეურაწყოფა(არსებობს მოწმეც,რომელიც სამსახურის დაკარგვის შიშით ვერ ამბობს სიმართლეს-ვალერი გოქსაძე),რაზეც მეც ვუყვირე და აი ესაა მიზეზი,თუმცა დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო ჩემი განთავისუფლება,მუშაობაში ხარვეზი ვერ მიპოვა და პირადი კონფლიქტის გამო გამანთავისუფლა. ჩვენს შორის თითქმის 1 წელია იყო მხოლოდ ერთი პრობლემა,რომელიც როგორც ახლა ვხვდები ხელოვნურად შემაქმნევინა მერმა რომ გავენთავისუფლებინე ,რადგან მე ვიყავი წინა გამგებლის, ილია მზექალაშვილის ბოლო კადრი.   ეს პრობლემა მდგომარეობდა იმაში,რომ ჩემს თანამშრომელს ,მანანა ელოშვილს, რომელმაც თავი ვერ გაართვა  ჩემს მიერ დაკისრებულ მოვალეობას-სპეციალისტი სააღმზრდელო დარგში და მთელი წელი იყო უფუნქციოდ,შევუცვალე ფუნქცია-სპეციალისტი საქმის წარმოების როსტომ სესიაშვილთან შეთანხმებით,რომლის გარეშეც სამსახური ვერ იფუნქციონირებდა  –  რადგან ეს ადგილი გახდა ვაკანტური, ახალი თანამშრომლის მოყვანას ეს ფუნქცია გავუწერე ელოშვილს,რომელიც არაფრით არ იყო დაკავებული და მისი შტატი უნდა გამეუქმებინა და დავზოგავდი 6300 ლარს და აიღებდა 528 ლარს(დარიცხულს-იგივე სახელფასო სარგოს რასაც მანანდე იღებდა,) ეს ყველაფერი რ.სესიაშვილთან შეთანხმებით გავაკეთე,მიუხედავად იმისა,რომ მთელი 1 თვის განმავლობაში სანამ ამ ფუნქციას დავაკისრებდი,ვეუბნებოდი მერს,რომ ელოშვილი არ იყო თანახმა,იმუქრებოდა რომ მისი მეუღლე დავით თეთრაშვილი პარტიაში იჩივლებდა,რაზეც მპასუხობდა,რომ რას ჰქვია ფუნქცია არ შეასრულოს ,არ შეასრულებს  და დავიბარებ და მოვხსნიო,პარტიაში ჩივილზე მპასუხობდა,რომ თეთრაშვილის გამო არავინ არ  დარეკავდა პარტიიდან, თუ ერთი ბატონი ბიძინა ივანიშვილი დარეკავდა მაშინ ვერაფერს გავხდებიო.ამ ყველაფრის  შემდეგ ფუნქცია გავუწერე,მთელი თვე არ შეასრულა ეს ფუნქცია,ბრძანების წიგნში არ არსებობს არცერთი ჩანაწერი,სამსახური მუშაობდა შეფერხებით და თვის ბოლოს იძულებული გავხდი ეს ფუნქცია დროებით მთ.ბუღალტრისთვის დამეკისრებინა ,რადგან 345 ადამიანი არ დარჩენილიყო ხელფასის გარეშე. შემდეგ მ.ელოშვილის მეუღლე დ.თეთრეშვილი მივიდა მერთან და მოსთხოვა რომ უკან,ისევ თავის ადგილზე დამებრუნებინა და ფანჯარაში ყურებაში აეღო 528 ლარი, მეც მერმა მიბრძანა და მასთან შეთანხმებული ნაბიჯი უკან გადამადგმევინა,რაც თავისთავად მაკნინებდა თანამშრომლების თვალში,მაგრამ დავაბრუნე თავის ადგილზე,  ამის შემდეგ  მ.ელოშვილი და მისი მეუღლე დავით თეთრაშვილი გააქტიურდნენ ჩემს წინააღმდეგ. მ.ელოშვილმა გამომიცხადა,რომ   პრინციპულად არ შეასრულებდა ამ ფუნქციას , ,სამსახურში დადიოდა თავისი სურვილისამებრ,აცდენდა სამსახურს -ეს ყველაფერი იწვევდა თანამშრომლების უკმაყოფილებას,რომ მ.ელოშვილი იყო პრივილეგირებული მერის მიერ, მ. ელოშვილი აცხადებდა,რომ ზუსტადაც ყავის სმაში უნდა აეღო ეს ხელფასი და იმუქრებოდა,რომ მისი მეუღლე იჩივლებდა პარტიაში. მიჩივლეს თუ კი სადმე ხმა მიუწვდებოდა პოლიციიდან დაწყებული ტელევიზიით დამთავრებული. ამ ყველაფრის საქმის კურსში ვაყენებდი რ.სესიაშვილს, რაზეც პარტიის სახელით მეუბნებოდა,რომ პარტიაში გაიგეს ეს ამბავი, არ დადის,მაგრამ ხელფასი უნდა უხადოო.ელოშვილმა იმედის ჟურნალისტს უამბო რომ არ დავდივარ 3 თვეა და ხელფასს მიხდისო,არც მაშინ მითქვამს რომ ამ ყველაფრის გაკეთებას მაიძულებდა მერი.რადგან არჩევნები იყო ჩასატარებელი, არ მინდოდა ხმაური ყოფილიყო რაიონში,მთელი წელი არსად არ წავსულვარ საჩივლელად და ყველაფერს ვიტანდი რასაც მერი მიიბრძანებდა და მაკეთებინებდა იმას რაც სურდა მანანა ელოშვილს და მის მეუღლეს.  ასევე მ.ელოშვილმა როდესაც გააცდინა 5 სამუშაო დღე და მაქვს მისივე დაწერილი ახსნა-განმარტება,რომ თვითნებურად გააცდინა და დავუკავე 5 დღის ხელფასი(ნოემბერში),რ.სესიაშვილმა ისევ პარტიის სახელით მომწერა,რომ სასწრაფოდ დამებრუნებინა ეს ხელფასი რადგან პარტიაში გაიგეს და იქიდან დაურეკეს.მთელი წელი მიდიოდა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა როგორც მერის მხრიდან ,ასევე მ.ელოშვილის და მისი მეუღლის მხრიდან. რ.სესიაშვილი მაიძულებდა ამეტანა ყველანაირი შეურაცხყოფა, 13 აგვისტოს მ.ელოშვილმა შეიტანა რ.სესიაშვილის სახელზე განცხადება მერიაში,რომ მე ვარ ფსიქიური ავადმყოფი, უავტორიტეტო,არაკომპენტენტური,რომ ადგილი ჰქონდა ჩემი მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას და თანამშრომლებზე ვძალადობდი და ითხოვდნენ ჩემს განთავისუფლებას, წერდა მრავლობითში,თუმცა ხელმოწერა მხოლოდ თავისია. ამ წერილზე რ.სესიაშვილმა გასცა პასუხი,რომ შეისწავლიდნენ ამ საკითხს, მეც ვთხოვე ამ საკითხის შესწავლა,ასევე გასაუბრებოდა თანაშშრომლებს რაზეც ხალხის არჩეულმა მერმა მითხრა,რომ ვერ ჩამოივლიდა და ვერ დაიწყებდა ამ საქმის შესწავლას,თუმცა შეეძლო შეექმნა კომისია და ამ პრობლემაში გარკვეულიყვნენ- რასაც მთელი წელი ვთხოვდი, მაგრამ ისევ მე მაიძულებდა ეს შეურაცხყოფაც ამეტანა და ნოემბერში 5 დღის ხელფასის დაქვითვაზე ისევ მე მიკაკუნა თითები პარტიის სახელით.

რ.სესიაშვილმა 4 ადამიანთან ერთად მითხრა თავის კაბინეტში, რომ-  ,,მაია შენ ეხლა ქმარი აღარ გყავს ,მანქანით მარტო დადიხარ და არ მინდა პრობლემა შეგექმნასო’’  ( მეუღლე, დავით კაციტაძე, გარდამეცვალა 6,03,2018 წ) საინტერესოა ვისი სიტყვები გადმომცა თუ პირადი მუქარა-გაფრთხილება იყო.( სასამართლოზე აუცილებლად დავასახელებ ამ პიროვნებებს და ამის მიმოწერაც არსებობს) რამოდენიმე თვის წინ მიწერილი მაქვს რ.სესიაშვილთან, რომ  მან მთელი წელი მორალურად გამანადგურე და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მამუშავე და სამსახურის დაკარგვის ფასად კი არა სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს ამ უსამართლობას აღარ შევეგუებოდი.

არსებობს ყველაფრის მიმოწერა და თუ დაინტერესდება გამოძიება და სასამართლო-სადაც შევიტანე სარჩელი და ჩათვლიან საჭიროდ გასაჯაროვებას უფრო ნათელი მოეფინება ყველაფერს.  ყველანაირ ზღვარს რომ გასცდა ელოშვილის და მისი მეუღლის ქმედება, 10 დეკემბერს მივწერე სესიაშვილს,რომ ვანთავისუფლებდი, რათქმა უნდა სესიაშვილს არ უნდოდა ეს ნაბიჯი რომ გადამედგა-რომ ამ ამბავს მოყვებოდა ხმაური და გაიგებდნენ პარტიაში, მაგრამ ისევ სამსახურის და თანამშრომლების ინტერესებიდან გამომდინარე   მივიღე ეს გადაწყვეტილება რადგან 344 თანამშრომელს ვერ მივათითებინებდი მ.ელოშვილის საქციელებზე,რომ იყო პრივილეგირებული როსტომ სესიაშვილის და ოცნების პარტიის მხრიდან. ვუხსნიდი სესიაშვილს,რომ ბაღში უნდა იყოს წესრიგი,ყველამ უნდა იაროს სამსახურში და შესრულოს მასზედ დაკისრებული მოვალეობა რადგან გვებარა 1364 ბავშვის სიცოცხლე,ჯანმრთელობა და კვება,და ელოშვილი რომელიც გაერთიანებაში იყო და მხოლოდ ფანჯარაში ყურებაში იღებდა  528 ლარს,მე არ მქონდა მორალური უფლება ბაღებში სადაც 200-288 ლარებზე მუშაობდნენ მათთვის მიმეცა თუნდაც რაიმე შენიშვნა და მითითება,რადგან ვიცოდი რომ ყველა ელოშვილისკენ მიმითიებდა.

მიუხედავად იმისა,რომ მ.ელოშვილი დარღვევით იყო განთავისუფლებული რ.სესიაშვილმა იმავე დღეს დაანიშნინა კულტურის აიპი-ში, რაზეც მერმა ტელევიზიაში და გუბერნატორთან აღნიშნა რომ მ.ელოშვილი გადაიყვანა სხვაგან,რაც არ შეესაბამება სიმართლეს,რადგან გავანთავისუფლე მაგიტომ იმავე დღეს დანიშნა სხვა სამსახურში.მთელი წელი როცა ვთხოვდი,რომ იქნებ გადაეყვანა სხვაგან რადგან ცუდად ისახებოდა ელოშვილის ქმედებები სხვა თანამშრომლებზეც,მეუბნებოდა მერი,რომ არსად ადგილი არ ჰქონდა,თუმცა როგორცვე გავანთავისუფლე იმ დღისითვე გამოუნახა სამსახური),დაანიშნინა 450 ლარი ხელზე ასაღები,რამაც გამოიწვია კულტურის თანამსრომლების უკმაყოფილება,რომ მათ აქვთ 250 ლარი და ამ პიროვნებას რატომ დაუნიშნეს თითქმის ორმაგი ხელფასი.ამ ყველაფრის შემდეგ გავიდა თითქმის 2 თვე და მ.ელოშვილმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ. მე შევხვდი სესიაშვილს და ვუთხარი ეს ამბავი და ასევე განვუმარტე,რომ სასამართლოში რომ დამიბარებდნენ იძულებული ვიქნებოდი მეთქვა სიმართლე,რომ ყველაფერი მასთან შეთანხმებით გავაკეთე რისი თქმაც არ მინდოდა,გადავიდა ყვირილზე,რაზეც ვუთხარი რომ არ ეყვირა, ასევე ვკითხე ამ საკითხის გარდა იყო თუ არა ჩვენს შორის რამე პრობლემა, იყო თუ არა ჩემი მუშაობით კმაყოფილი,მის გარეშე ერთი ნაბიჯი მაინც თუ გადამიდგავს და ბაღების ან ჩემს გამო თუ მიუღია შენიშვნა რაზეც მიპასუხა რომ ნამდვილად არანაირი პრობლემა არ ჰქონია ჩეთან მუშაობაში. ვკითხე თუ რატო მატარებდა მ.ელოშვილის ქმრის სურვილებზე ,ეს ერთი პრობლემა რატო ვერ მოგვარდა ,რასაც მთელი წელი ვთხოვდი და გადავიდა ყვირიზე, მიქნია ხელები და მიყვიროდა -,,შენ ვინ ხარ,შენ ვინ გეკითხება და კიდე რას მიბრძანებო?“ რაზეც მეც ვუყვირე რომ რატომ მატერორებდა ფსიქოლოგიურად და მ.ელოშვილს ქმარი უგვარებს საქმეს და ჩემი ქმარი საფლავშია და მაგიტო გადამიარეთ თავზეთქო, შილდიდან გამოგდებული მკვლელის სურვილებზე მატარებ,რაც გინდა ის გააკეთე და გამოვედი კაბინეტიდან რადგან შეიძლება ფიზიკურადაც შემხებოდა, ამ ყველაფერს ესწრებოდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვალერი გოქსაძე,თუმცა ამბობს რომ მეორე ოთახში იყო,რაც არ არის სწორი, ჩემს წინ იჯდა თავჩახრილი ,ვერ იტყვის  სიმართლეს რადგან სესიაშვილი მასაც გაანთავისუფლებს და ეშინია სიმართლის თქმის,თუმცა მე თუ ვიქნებოდი დამნაშავე დარწმუნებული ვარ სესიაშვილი სიმართლეს ათქმევინებდა. ეს ყველაფერი  7 თებერვალს მოხდა, აი ეს დაპირისპირება გახდა მიზეზი ჩემი სამსახურიდან გაშვების  11 თებერვალს.

მთელი წელი ფსიქოლოგიური ტერორით,მუქარით და შიშით მაცხოვრა როსტომ სესიაშვილმა,მთელი წელი ეწეოდა დისკრიმინაციას ჩემს წინააღმდეგ,მორალურად გამანადგურა,საკუთარი თავის პატივისცემა დამაკარგინა და გამხადა უთავმოყვარეო დირექტორი,სადაც იცოდნენ,რომ ჩემს სამსახურს მართავდა დავით თეთრაშვილი,ის ვერ აკადრა მერმა მანანა ელოშვილს და მის მეუღლეს,რომ ხანდახან ბრძანების დაწერაში აეღო ხელფასი და ფუნქცია შეესრულებინა და მე გამანადგურა, მოვივლი ყველა ინსტანციას, ვიბრძოლებ ბოლომდე და სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს.

ტელევიზიით გავიგე მიზეზი ,თუ რატო გამანთავისუფლა,როგორც სესიაშვილმა აღნიშნა ,, ქალბატონ მაიას,როგორც თავის სამსახურში,ისე ხელმძღვანელ პირთან ურთიერთობაში, მათ შორის ჩემთან გააჩნდა არაჯანსაღი ურთიერთობა და შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება და გავანთავისუფლე წესდების საფუძველზე,რისი უფლებაც მქონდა’’-ო, ეს იყო მერის კომენტარი ტელევიზიებთან.  სად იყო აქამდე მერი,რატო არცერთხელ არ მომცა შენიშვნა,გაფრთხილება,ყოველთვის მადლობას რატო მიხდიდა კარგი მუშაობისთვის???

ვიყავი ერთადერთი მარჩენალი ოჯახის,რომელსაც ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ მქონდა,მყავს სტუდენტი შვილი ,პენსიონერი დედა და საბანკო ვალდებულებები. 2016 წელს ვიმყოფებოდი ინგოროყვას კლინიკაში დიაგნოზით  სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა,ტვინის შეშუპება, მუდმივად მესაჭიროება წნევის კონტროლი და შესაბამისი მედიკამენტი ,ამ ერთი წლის განმავლობაში ,სესიაშვილის ასეთმა დამოკიდებულებამ გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუ დადგა სავალალო შედეგი ეს იქნება პირადად როსტომ სესიაშვილის ბრალი.

ისიც იკადრეს,რომ დამაბრალეს ვითომ ვიყავი პორტირებული ნაციონალი და ვდევნიდი ოცნების აქტივისტებს-ეს ყველაფერი მანანა ელოშვილმა იმედის ტელევიზიით თქვა და მივხვდი,რომ უნდოდათ პოლიტიკური სარჩულის დადება,რომ იქნებ ამ მიზეზით მაინც გავენთავისუფლებინე, რადგან მ.ელოშვილს ჩემი ადგილი უნდოდა და გააქტიურდნენ როგორცვე როსტომ სესიაშვილი მოვიდა მერად,თორე ილია მზექალაშვილის დროს ერთად ნორმალურად ვმუშაობდით და არანაირი პრობლემა არ გვქონია.ჩემი ნაციონალობა არის აბსურდი,იმ პერიოდებში სახელმწიფო სამსახურსიც არ ვმუშაობდი და არავინ ჩემი ოჯახის წევრებიდან არ ყოფილა ამ პარტიის აქტივისტი-ეს იცის მთელმა ყვარლის რაიონმა. ყვარლის არჩევნების შედეგზე ყოველთვის მე ვიყავი დამნაშავე 2016 წლიდან-რ.სესიაშვილის მხრიდან.

სანამ გამანათავისუფლებდა, 2 კვირა დავდევდი შასახვედრად,რადგან დაგროვილი  იყო საკიტხები მასთან გასავლელი, გადამიყვანდა, დამაყენებდა კაბინეტთან, ვიდექი საათები,გამოდიოდა სიცილ-ხარხარის ხმა და არ მიღებდა, ვწერდი აღარ მპასუხობდა, ასე გაგრძელდა, ბოლოს ისე დამცინა,რომ მივწერე იქნებ დღეს გნახ საკითხები გავიაროთ, მომწერა, რომ დღეს (6 თებერვალი იყო)მთელი დღე თელავში გუბერნიაში ვარ ,ვერ გამოვალ  მთელი დღე გუბერნიიდან და აქ ჩამოდიო, ყვარელში არ მიღებდა და თელავში ვნახავდი? მივწერე, რომ ბურუსი იყო და თან ხვალამდე მოიცდიდა საქმე და მეორე დღეს ყვარელში ვნახავდი, რაზეც მომწერა,რომ შუადღის შემდეგ ბურუსი არ იქნება და აქ წამოდიო, მივხვდი,რომ დამცინა, წინა დღეებში ყვარელში არ მხვდებოდა და ზუსტად ვიცოდი ჩამიყვანდა თელავში და იქაც კარებთან დამაყენებდა, ყვარლელმა ადამიანმა ყვარლის მერი თელავში უნდა მენახა ,თან ტყუილად ჩავიდოდო და აღარ მივაყენე ჩემს თავს ეს შეურაცხყოფა და არ წავედი, რათქმაუნდა თუ გადაუდებელი საქმე იქნებოდა აუცილებლად წავიდოდი,მაგრამ ეს იყო დაცინვა მისი მხრიდან და მეორე დღეს როცა ვნახე, ბოლოს 7 თებერვალს ,მითხრა,რომ გუშინ საერთოდ ვერ გამოვედი გუბერნიიდანო რაზეც ვუპასუხე,რომ ვიცოდი რომ იქ ვერ გნახავდი და არ ჩამოვსულვართქო.

მე მჯერა,რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას ,მაგრამ ვიცი,რომ როსტომ სესიაშვილი გაასაჩივრებს სააპელაციოში და ალბად შემდეგ უზენაესში და ამას დასჭირდება წლები, ვარ სამსახურის ძიებაშიც,მაგრამ ჯერ ვერ მოვნახე ვერაფერი,რომ თავი გადავირჩინო და სტუდენტი შვილი შევინახო სანამ სასამართლო ჩატარდება.ასევე შუძლია აღმადგინოს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და მალევე ისევ უსაფუძვლოდ გამანთავისუფლოს,მე მაინც მჯერა რომ სამართალს ვიპოვი,თუ არადა ერთი გზა დამრჩება და მივმართავ უკიდურესს ზომებს.

ვთხოვე ასევე ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ მომხდარიყო ამ საკითხის საჯარო განხილვა,რაზეც მითხრეს,რომ საკრებულოს არ აქვს ამის უფლება. მე მზად ვარ ნებისმიერ უწყებაში მოხდეს ჩემი და სესიაშვილის დაპირისპირება და საჯარო განხილვა. შევიტანე განცხადება ოცნების ოფისშიც ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის და ბატონ დიტო სამხარაძის სახელზე, ასევე ძალიან მინდა შევხვდე ბატონ ბიძინა ივანიშვილს როგორც პარტიის თავმჯდომარეს ,რადგან მუდმივად პარტიის სახელით მელაპარაკებოდა.ვიყავი გუბერნატორტან, დეპუტატთან, მაგრამ პასუხი არის ის,რომ არჩეული მერის მოვალეობებსი ვერ ჩაერევიან და ხალხის არჩეულ მერს აქვს უფლება, რომ ადამიანი არაფრის გამო გაანთავისუფლოს,გაიმეტოს საშიმშილოდ და ადამიანების ბედი გადაწყვიტოს?

ჩემი საკითხით დაინტერესდა სახალხო დამცველის აპარატი,რომლებიც ასევე დაესწრებიან სასამართლო პროცესს, მათ მიმართეს კითხვით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს თუ რა იყო ჩემი განთავისუფლების მიზეზი, რაზეც მერმა პასუხი ვერ გასცა. ეს ამბავი ასევე გააშუქეს ტელევიზიებმაც.

მე მჯერა, რომ ჩემს ქვეყანაში ვიპოვი სამართალს,არ მექნება უსამართლობის და სასოწარკვეთის განცდა .

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი კი ამბობს, რომ მაია სამიტაშვილის გათავისუფლება მოხდა მერის უფლებამოსილების ფარგლებში, წესდების საფუძველზე და ქალბატონს ჰქონდა დაძაბული დამოკიდებულება როგორც თანამშრომლებთან, ისე ხელმძღვანელობასთან და თავად მერთან.

-საჭიროა ჯანსაღი ურთიერთობები როგორც დაწესებულების შიგნით, ისე ზემდგომ ორგანოებთან, მივიღეთ გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების-აცხადებს სესიაშვილი.  

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...