Home » მთავარი » “ნუ იწვევთ პანიკას!” – თბილისის სატრანსპორტო კომპანია მედიას მიმართავს

“ნუ იწვევთ პანიკას!” – თბილისის სატრანსპორტო კომპანია მედიას მიმართავს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ  საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ თაიმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სათაურით „საფრთხე მეტროში – დაზიანებული ხიდი სადგურ გოცირიძესთან“, რომელიც ეხება მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ არსებული ხიდის მდგომარეობას.

აღნიშნული ინფორმაცია ისე გაავრცელა სააგენტომ, რომ არ უცდია სატრანსპორტო კომპანიასთან დაკავშირება და ტექსტში ცვლილება მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც ვთხოვეთ რედაქციას, რომ ჩვენი პოზიციაც დაფიქსირებულიყო.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ ხიდს 2019 წელს ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ. ექსპერტიზის შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი, ამ ეტაპზე კი, პირველადი მონაცემებით დადგენილია, რომ აღნიშნული ხიდი მგზავრთა გადაყვანისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას უახლოეს დღეებში ექნება საშუალება გაასაჯაროოს აღნიშნული დასკვნა, მას შემდეგ რაც სამხარაულის ეროვნული ბიურო ოფიციალურად მოგვაწვდის აღნიშნულ დოკუმენტს.

აღსანიშნავია, რომ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” იწყებს დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაციას, ხოლო თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური – სანიაღვრე ქსელის მოწყობას, რათა ხიდის ბურჟები მომავალში არ დააზიანოს გრუნტის წყლებმა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს საინფორმაციო სააგენტოებს, რომ ისეთ სპეციფიურ თემაზე მუშაობისას, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტის უსაფრთხოება, ინფორმაცია გავრცელებამდე

გადაამოწმოს სატრანსპორტო კომპანიასთან ან თბილისის მერიასთან, ვინაიდან მსგავსი დეზინფორმაცია მოსახლეობაში პანიკას იწვევს.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...