Home » მთავარი » „ვთხოვე პრემიერს, სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა“

„ვთხოვე პრემიერს, სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა“

საპატრიარქოში, ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს საშუალო სკოლის პროგრამებში გალობისა და ხალხური სიმღერის შეტანა სთხოვა.

პრემიერი კი აღნიშნულის გაკეთებას დაჰპირდა:

„მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება ამას“, – განაცხადა ილია მეორემ.

Facebook Comments
x

Check Also

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა

ბრიფინგი თბილისის პროკურატურაში თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ...