Home » მთავარი » პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა ანა გოჩაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გოჩაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.

„ეს დღეც დადგა. ვემშვიდობები საჯარო სამსახურს! პოლიტიკას ჯერ არა.
ჩემს ადგილს ერთი ძალიან სიმპატიური და კარგი გოგო დაიკავებს. იმედია, უკეთ გაართმევს თავს ამ ყველაფერს, ვუსურვებ წარმატებას და ვუთმობ ასპარეზს.
მადლობა ყველა საპარლამენტო ჟურნალისტს და ოპერატორს, იმედია კარგად დაგამახსოვრეთ თავი. თქვენ ჩემთვის ყველაზე ფასეული იყავით ამ წლების განმავლობაში და იმედია ცოტათი მაინც გაგრძნობინეთ ეს. სადმე როდესმე კიდევ შევხვდებით 

კიდევ ბევრს დავწერდი, მაგრამ დღეისთვის ესეც კმარა“, – წერს გოჩაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...